"გახარია ჯალათო! გახარია წადი" - ხმაური და დაპირისპირება ბეშუმში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს
პოლიტიკა - 15:03, 04 Aug, 2019     2297

პრემიერ-მინისტრს აჭარაში, ბეშუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ. ”გახარია ჯალათო! სისხლიანო გახარია, წადი,” - ამ მოთხოვნით გამართეს დღეს აქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.

შეკრებილებმა შუამთობის დღესასწაულზე მისულ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს პრემიერთან მიახლოების საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

„ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ახლოს მივსულიყავით პრემიერთან და გვეთქვა იმ აქციის შესახებ, რომ გახარია უნდა წავიდეს, თუმცა ნახეთ, რომ პოლიციამ გადაგვიკეტა გზა, ძალადობს პოლიცია, რომ კომფორტი შეუქმნას პრემიერს და ახლოს არ მიგვიშვას. როგორც ჩანს, ეს არის დღესასწაული მხოლოდ ქართული ოცნების და პრემიერის, ისე როგორც დააბრმავეს ხალხი, ისე არის დღეს მთავრობა დაბრმავებული და დაყრუებული, არ ესმის ამ ხალხის“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გიორგი გახარიას გავრილოვის ღამის მოწყობა არ ეპატიება.

„ახალგაზრდები მართავენ მშვიდობიან აქციას სისხლიანი გახარიას ბანერით, სადაც წერია, რომ გახარია უნდა წავიდეს. გავრილოვის ღამე მას არ ეპატიება. თუმცა, პოლიცია სრულ პანიკაშია, ამოიყვანეს ზონდერები, რომლებსაც არც ფორმა აცვიათ და არც დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. ბავშვს გადაუარეს და დააზიანეს. ამიტომ უნდა დასრულდეს კრიმინალური, ქოცური მმართველობა“ - აცხადებს მიხეილ ბოლქვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42