"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, 20 ივნისის დროს დაშავებული 18 წლის მაკო გომურის მისამართით ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ გამოთქმული უხამსი გამონათქვამები გააპროტესტა.
პოლიცია დავით მჟავანაძის მიმართ 15 დღიან პატიმრობას ითხოვდა.
ადვოკატის თქმით, ერთადერთი მტკიცებულება, რაც პოლიციამ სასამართლოს წარუდგინა, დავით მჟავანაძის Facebook ლაივია, სადაც ის პოლიციელ მამუკა ჯანანაშვილს მაკო გომურის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს. მისი განცხადებით, პოლიციელებმა პირდაპირი ჩართვის შეწყვეტა სთხოვეს, მჟავანაძეს დაუმორჩილებლბაში კი სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაეთვალა.
„მთავარია, ოლიგარქს ჰქონდეს დისკომფორტი. ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეავიწროონ ადამიანები, რომლებიც დადიან საპროტესტო აქციაზე, ბიძინა ივანიშვილის სახლთან „გააღვიძე ოლიგარქი.“ ეს სამი ათას ლარიანი ჯარიმა ნიშნავს იმას, რომ ხვალ თითოეული ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად დადის აქციაზე, რადგან აპროტესტებს ოლიგარქიულ მმართველობას, დაფიქრდებიან იმაზე, საერთოდ წავიდნენ თუ არა. ეს არის ხელისუფლების მიდგომა, მაგრამ მე ვპირდები მათ, რომ უფრო მეტი ადამიანი ივლის ამ საპროტესტო აქციებზე და ვერავის ვერ დააშინებს“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






