ნეპოტიზმის ფაქტებზე ახალი საქართველოს" პილიტსაბჭოს წევრი, თამთა შამათავა საუბრობს.
მისივე ინფორმაციით, ხონის საკრებულოს თავმჯდომარის ვალერი ბახტაძის ცოლი, მარიამ მანაგაძე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს. ბახტაძის ძმა , ზაზა ბახტაძე დასაქმებულია, ხონის მაჟორიტარის, გივი ჭიჭინაძის ბიუროში, ბიუროს უფროსის პოზიციაზე. მისივე დეიდაშვილი, მაკა ტაბიძე საკრებულოს წევრი და ფრაქცია ,,ქართული ოცნება მრეწველების" თავმჯდომარეა.
საკრებულოს თავმჯდომარის, ბახტაძის ცოლის დეიდაც კი დანიშნეს წამყვან პოზიციაზე, კერძოდ, ნატო ჩაკვეტაძე მუშაობს მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
"საკრებულოს თავმჯდომარის მეჯვარე, არჩილ საღარაძე, არის ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების" თავმჯდომარე. ბახტაძის დეიდაშვილის ცოლი, სოფო ლიპარტელიანი კი დასაქმებულია მერიის საფინანსო სამსახურში .
ასევე, ვალერიან ბახტაძის სიმამრი, ლუკა მანაგაძე იყო საფეხბურთო კლუბ ,,იმერეთის"-ს დირექტორი. თუმცა, ფინანსური დარღვევების გამო, აუდტისი დასკვნის შემდეგ, დირექტორობის პოზიციიდან გადაიყვანეს რიგით თანამშრომლად.
ეს არის არასრული ჩამონათვალი, თუმცა ესკონკრეტული ფაქტებიც საკმარისია, იმ მძიმე სურათის დასანახად, რაც ხონის რაიონში ხდება."- აცხადებს თამთა შამათავა.
მასალის გამოყენების პირობები






