იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევასა და აგრესიულ ქცევას, სასამართლომ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული 15-დღიანი პატიმრობა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა გაუუქმა.
„ასეთი გაყოფა, სპეციალისტებს შეგიძლიათ დაეკითხოთ, ძალიან რთული იქნება, მათ შორის, ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება, თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, მარიხუანას შემთხვევაში იმიტომ, რომ მარიხუანა, კანაფი, ასევე, გარკვეული რაოდენობით, სადღაც 10 პროცენტში რეგულარული მოხმარებისას ასევე იწვევს აგრესიას და ფსიქოზურ მოვლენებს. ასე, რომ ასეთი პრინციპით გაყოფა იქნება რთული, ჩემი აზრით, არასწორი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სწორედ არსი იმის, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენო პატიმრობის ნაცვლად, ზრუნვა გამოიყენო, არის სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ნარკოდამოკიდებულები არიან, ანუ სწრაფ მიჩვევას, რომელსაც ნარკოტიკი იწვევს, სწორედ იმ შემთხვევაში საზოგადოების ჯანდაცვის კუთხით გამართლებული, რომ ეს ადამიანები ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობის და პრევენციის მეშვეობით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ. ამის ნაცვლად, პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, იმაზე პრევენციის მიზნით მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა,“ - განაცხადა ზოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






