საქსტატი სამომხმარებლო ფასების გაანგარიშებას თამბაქოს ნაწარმის გარეშე დაიწყებს
პოლიტიკა - 12:53, 03 Aug, 2019     1406
სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების გაანგარიშებას თამბაქოს ნაწარმის გარეშე დაიწყებს, რაც ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების მცდელობად ფასდება.

თამბაქოს ფასების ზრდა აქციზის გადასახადის გაძვირების გამო, თითქმის, მუდმივ რეჟიმში ხდება, რაც სამომხმარებლო კალათაზე აისახება. თუ სტატისტიკის სამსახური ამ კომპონენტს ამოიღებს, მაშინ ინფლაციის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდება, რაც გავლენას მოახდენს მხოლოდ სტატისტიკაზე, მაგრამ არა მოსახლეობის ჯიბეზე.

თამბაქოს იმპორტიორები საქსტატის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ეს თამბაქოს ინდუსტრიაში არსებული სერიოზული პრობლემების დამალვას ემსახურება და ამით ცდილობენ, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის ოფიციალური მაჩვენებელი შეამცირონ.

„თამბაქო ინფლაციის დაფაში არის მეორე ადგილზე. იქიდან გამომდინარე, რომ 45% და მეტია მწეველთა რაოდენობა. შესაბამისად, ამ ყველაფერის გათვალისწინებით, როცა ინფლაციის დაფაზე მეორე გაქვს ეს პროდუქტი და შენ ეს პროდუქტი ამოგაქვს ინფლაციის გამოთვლის მაჩვენებლებიდან, ეს ციფრი არ ვიცი ვის, ალბათ, საერთაშორისო ინსტიტუტებს წარმოუჩინე ისე, რომ, თითქოს, რა თქმა უნდა, დადებითი ციფრია და ყველაფერი კარგად არის. არადა ასე არ არის... ვიმუშავებდი იქითკენ, რომ ეს კონკრეტული პრობლემები დამეძლია და მომეგვარებინა ნაკლები რეგულაციებით, აქციზის დაწევით,“ - აცხადებს ”ბრითიშ ამერიკან ტობაკოს" კორპორატიული დირექტორი, ზვიად ცხვიტარიძე.

„ჯაპან ტობაკო ინტერნეიშენალის” კომუნიკაციების სპეციალისტი, ივა ხასია ინფლაციის მაჩვენებლის დაბალანსების მცდელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი იმ რეალურ სურათს არ ასახვას, რაც ქართულ ბაზარზე ხდება.

„აღიარებითი ჩვენება, ფაქტობრივად, რომ ამითი უნდათ, რომ დააბალანსოს ინფლაციის მაჩვენებელი. პრობლემაზე თვალის დახუჭვა არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას, აქედან გამომდინარე, სხვანაირი მიდგომები უნდა იყოს სექტორთან მიმართებაში, ის საგადასახადო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და ის გამოწვევები, რის წინაშეც დღეს ჩვენი სექტორი დგას, საგადასახდო პოლიტიკიდან გამომდინარე, ესენი უნდა გასწორდეს,“ - აცხადებს "ჯაპან ტობაკო ინტერნეიშენალის” კომუნიკაციების სპეციალისტი, ივა ხასია.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42