ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანს, იგივე გლობუსას, ყური მოაჭრეს – ოპოზიცია კალაძის კავშირზე საუბრობს
კრიმინალი - 09:52, 03 Aug, 2019     8385
სასტიკი დანაშაული და საქმის გარჩევა თბილისში. 4 დღის წინ, ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანს, იგივე "გლობუსას" ყური მოაჭრეს. დანაშაულისთვის პოლიციამ გიორგი ნინოშვილი დააკავა, რომელიც გლდანის ციხეში სასჯელს იხდის, თავად ბიზნესმენს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას სახლში გადის.

მედიის ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა ირაკლი გიორგობიანის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. ის კომპანია "ნილის" ერთ-ერთი არაფორმალური მფლობელი იყო. კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა. "კურიერის" ინფორმაცით, გიორგობიანმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი კომპანიის თანამშრომელი ფარულ გარიგებაში იყო კონკურენტ ფირმასთან, რასაც საქმის გარჩევა მოყვა. დაპირისპირება კი სისხლიანი გარჩევით დასრულდა და "გლობუსას" ყური მოაჭრეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა და გატაცებები სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება და ბიზნესმენსაც ყური ბიუჯეტის ფულისთვის ომის გამო მოაჭრეს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიზნესმენებს ქვეყანაში უკვე განგსტერული მეთოდებით ებრძვიან.

"ამ კონკრეტული ბიზნესმენის კომპანია ბაღებს ამარაგებდა კვებით. ვიცით რომ ეს ადამიანი გაიტაცეს და მოაჭრეს ყური. ბავშვების კვებაშიც კი შეიტანა კალაძემ მაფიოზურ-ქურდული გარჩევები და ადამიანის გატაცება. ნაცვლად იმისა რომ კანონიერი გზებით რეგულირდებოდეს ამ ქვეყანაში რამე, ვხედავთ, რომ კალაძე, რომ 8 სულ ქურდთან მეგობრობდა, კალაძეს, რომ ქურდები უყვარს, აი ასე არჩევს ბიზნესმენებთან საქმეს"- თქვა ხაბაიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა. "გაგებაში არ ვარ საერთოდ“ - უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის ეს ინფორმაცია უცნობია.

„წარმოდგენა არ მაქვს, თუ არის რაიმე კანონდარღვევები მის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ, დააკავონ დამნაშავეები და პასუხი მოთხოვონ,“ -განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ ლევან ხაბეიშვილი მომხდარში კახა კალაძის ინტერესებს ხედავს. მისი თქმით, კალაძემ ბავშვების კვებაშიც კი შეიტანა მაფიოზურ-ქურდული გარჩევები.

"ხაბეიშვილი არის ჯამბაზი. არ არის საინტერესო ხაბეიშვილს ვუპასუხო,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ზაჰესის ხიდთან მომხდარ კრიმინალურ გარჩევას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი ნინოშვილი არსებული ფინანსური უთანხმოების გამო თავს დაესხა ირაკლი გიორგობიანს და სხეულზე დაზიანება მიაყენა. რის შემდეგაც თანხმლებ პირთან - სანდრო ყულაშვილთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42