"უახლოეს პერიოდში ინვესტორებს რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას შევთავაზებთ" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 19:38, 02 Aug, 2019     744

უახლოეს პერიოდში აუქციონზე გამოვიტანთ და ინვესტორებს შევთავაზებთ რამდენიმე მსხვილ უძრავ ქონებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მხოლოდ პროგრამით „აწარმოე საქართველოში" განხორციელებული პრივატიზებით, სხვადასხვა მონაწილე კომპანიებმა 87 მლნ ლარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულება აიღეს.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებას, რომ მთავრობის ყველა ქმედება მიმართულია ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებისკენ.

„ბოლო პერიოდში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა მოახდინეს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ყველა ნაბიჯი პირველ რიგში, გადადგმული უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მეტად გაუმჯობესებისკენ, რაც ცალსახა ნიშანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანაა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ინვესტიციების მოზიდვისთვის მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რეალური უსაფრთხოების განცდა, რომელსაც არ უნდა შეექმნას პრობლემა სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებების შედეგად.

„პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება ინვესტორების დარწმუნება ქვეყნის უსაფრთხოებაში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტორებისთვის უკვე შეთავაზებული პრივატიზების აქტიური პროგრამა და სხვადასხვა კონკრეტული პროექტი, მათ შორის, ენერგეტიკული პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება.

„თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ნამახვანის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა მთავრობამ და საუბარია ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციაზე. გარდა ამისა, სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტის პრივატზიება, მათ შორისაა, გორის ქარის ელექტროსადგური, ასევე სრულიად ახალი ენერგეტიკული ობიექტი საერთაშორისო ტენდერებისთვის - ესაა მზის ენერგიის სადგურები და ქარის ახალი სადგურები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42