"ოქრუაშვილი, როგორც საშიში მოწმე ხელისუფლების დანაშაულებრივი სქემის გამოსავლენად, ხელისუფლებამ ციხეში განამწესა" - გია ხუხაშვილი
პოლიტიკა - 19:08, 02 Aug, 2019     1267

,,ახალგაზრდა სოციოლოგთა კლუბი“ უკანასკნელი თვის კვლევებს აქვეყნებს, რომელშიც ,,ქართული ოცნების“ რეიტინგი, უკანასკნელი თვის მონაცემებით, 13%-ით შემცირდა. გამოკითხულთა უმრავლესობა ამის მიზეზად გავრილოვის ვიზიტს, საპროტესტო დემონსტრაციას, პოლიციის სადამსჯელო ოპერაციას, პოლიტპატიმრების არსებობასა და ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ასახელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ პოლიტიკური ექსპერტის, გია ხუხაშვილის ინტერვიუს.

-ხელისუფლებამ ხალხის ნდობა დაკარგა, ამიტომაც, ახალგაზრდა სოციოლოგთა კლუბის“ კვლევის შედეგები სრულიად არ არის მოულოდნელი. ჩვენ ახლა პერმანენტული კრიზისების ეპოქაში ვართ. კრიზისები მრავალფეროვანია: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური. დამძიმებულია თითოეული ჩვენგანის სამომხმარებლო კალათაც. თითოეულ ამ კრიზისზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა არაფერს აკეთებს მდგომარეობიდან გამოსასვლელად, სრულებით არ ეძებს კრიზისებიდან გამოსავალს. ,,ქართული ოცნების“ არგუმენტი, რომ ,,სისხლიან რეჟიმში გვაცხოვრეს 9 წელი“, უკვე აღარ მუშაობს, გაცვდა და ყავლი გაუვიდა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მთავრობას სხვა არგუმენტი არ გააჩნია, სრულიად ინფანტილურად იქცევა და ამიტომაც სასაცილო მდგომარეობაშია აღმოჩენილი.

-რაც შეეხება ,,ახალგაზრდა სოციოლოგთა კლუბის“ გამოკითხვის მეორე მდგენელს, ქვეყანაში პოლიტპატიმართა არსებობას?

- ეგრეთ წოდებული ,,გავრილოვის ღამის“ შემდეგ ხელისუფლებამ თამასა ძალზე ზემოთ ასწია. თავდაპირველად განაცხადა, რომ ადამიანებს იჭერდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის საფუძველზე, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს, თუმცა კონკრეტული პირები დაიჭირა სრულიად სხვა მოტივით, რასაც ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებაც ცხადყოფს. ხელისუფლებამ პროპაგანდის მანქანა აამუშავა.

- შერჩევით სამართალში რას გულისხმობთ?

- პარლამენტის წინ ნამდვილად იყო სამართალდარღვევები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. პირველ ეტაპზე თუ ხელისუფლება პროტოკოლის მიხედვით ცდილობდა ემოქმედა, სრულიად გაუგებარი იყო მიტინგის დაშლის მეორე ეტაპი, გადაჭარბებული ძალის გამოყენება, მომიტინგეების დევნა დილამდე, ეს ყველაფერი ხელისუფლების კისერზეა. სახეზე გვქონდა სამართალდარღვევები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ დაისაჯნენ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლების მხრიდან კი არავინ დასჯილა. არის კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: მაგალითად ერთი და იმავე დანაშაულისთვის ნიკანორ მელიას და ირაკლი ოქრუაშვილს სხვადასხვაგვარად მოექცნენ. მელია სამაჯურით სახლში ზის, ირაკლი ოქრუაშვილი-ციხეში!

- ფიქრობთ ოქრუაშვილის გამოჩენამ ქართულ პოლიტიკაში მოქმედი ხელისუფლება ძალზე დააფრთხო?

-ვფიქრობ, ხელისუფლებას სრულიად სხვა რამის შეეშინდა. ოქრუაშვილი ახლა სახიფათოა ,,რუსთავი 2“-ს საქმეზე. ძალზე რეალურია, რომ ხელისუფლების ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდეს და აღარც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც აზრი დაეკარგოს. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას, ფაქტიურად, წინ უძღვოდა მისი აღიარებითი ჩვენებები სისტემურ დანაშაულზე, რომლის მონაწილეც ის თავადვე იყო. ეს ჩვენებები კი უკიდურესი საფრთხის შემცველია ,,ქართული ოცნებისთვის“.

-ხელისუფლებამ ოქრუაშილი ციხეში მხოლოდ ,,რუსთავი 2“-ს გამო გამოკეტა?

-გაიხსენეთ: წინა დღეს ხალვაში ხელს აწერს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მისი ხელმოწერის ნამდვილობის ექსპერტიზის დასადგენად. მეორე დღეს ოქრუაშვილს აპატიმრებენ. ძალზე საეჭვოდ არ გეჩვენებათ ეს ამბავი? ხელისუფლებისთვის ოქრუაშილი სერიოზულ პრობლემებს ქმნის, როგორც დანაშაულის მოწმე და მამხილებელი...

-როგორ ფიქრობთ, რას იტყვის დღევანდელი ქართული სასამართლო, რომელიც, შესაძლოა განიცდიდეს მოქმედი ხელისუფლების ზეწოლას?

- ,,რუსთავი 2“-ს საქმე დღეს არ წყდება სასამართლოში. ამ ტელევიზიის თავზე 2003 წლიდან დიდი უბედურება ტრიალებს, მას შემდეგ, რაც მის მუშაობაში პოლიტიკური კომპონენტი გაჩნდა. ამიტომ, ტელევიზიის ბედი სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის, ეს არის სერიოზული, სისტემური გამოძიების თემა, რა ფული ტრიალებდა აქ, ვისი იყო ფული, არსებობს თუ არა დვალისა და აქიმიძის სიმართლის დამადასტურებელი ფაქტები, როდესაც მათ 2012 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს წართმეული ტელეკომპანიის დასაბრუნებლად. ირაკლი ოქრუაშვილი კი ამბობს, რომ დვალსაც და აქიმიძესაც ფული გადაუხადა და მათგან წილი იყიდა. მოკლედ, რასთან გვაქვს საქმე, ეს შეიძლება მხოლოდ გამოძიებით დადგინდეს. დღევანდელმა სასამართლომ ოქრუაშვილის სასარგებლოდაც რომ გადაწყვიტოს საქმე, გამოსაძიებელი ამ საქმეშ მაინც ბევრი დარჩება.

- რაც შეეხება ამომრჩეველთა შიშს იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელ მედიას საქართველოში საშიშროება ემუქრება?

-ქართულ მედიაში, ისევე როგორც პოლიტიკაში, შუა გაკრეფილი იყო. არსებობდა მხოლოდ სახელისუფლო პროპაგანდა და კონტრპროპაგანდა. დღეისთვის დამოუკიდებელ მედიაში გვაქვს ძალზე მძიმე სურათი. ,,რუსთავი 2“-ზე დიდ პრობლემად ქვეყანაში ,,იმედის“ ამ სახით არსებობა ქმნის საშიშროებას. პროპაგანდა ხელისუფლების ხელში! ოპოზიციური ტელევიზია, მაგალითად ,,რუსთავი 2“ 10 ინფორმაციიდან 9-ს რომ ტყუოდეს და ერთს ამბობდეს სიმართლეს, მაინც არ არის ისეთი სახიფათო, როგორიც ,,იმედის“ პროპაგანდისტული მანქანა ხელისუფლების ხელში. რომელიც ხელისუფლების ნებისმიერ ძალადობას ,,აპრავებს“.

-საზოგადოებრივ მაუწყებელზე რას იტყვით, როგორია მისი საინფორმაციო პოლიტიკა?

-საზოგადოებრივ მაუწყეველზე რა უნდა ვთქვა? თვითმხილველი არ არის არავინ! პირადად მე მას არ ვუყურებ და არც ახლო მომავალში ვაპირებ მისი მაყურებელი გავხდე.

-რატომ, არის არხზე მშვენიერი გადაცემებიც.

- ამბობენ არისო, თუმცა, თვითმხილველი, სამწუხაროდ, არავინაა!" - ამბობს გია ხუხაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42