არცერთი გამამართლებელი განაჩენი და სკანდალური საქმეები - ვინ არის მოსამართლე ნინო სანდოძე, რომელსაც „სამართლის მაფიოზს" უწოდებენ
პოლიტიკა - 18:57, 02 Aug, 2019     3848
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებულ მოსამართლეს ნინო სანდოძეს უსმენენ. ეს უკანასკნელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

როგორც სანდოძემ გასაუბრების დასაწყისში საბჭოს წევრებს უთხრა, მისთვის და მისი ოჯახისთვის, სასამართლო უცხო არ არის.

მისივე თქმით, მისი წარსულიც და დღევანდელობაც უკავშირდება სასამართლოს.

სწორედ მოსამართლე სანდოძის სამოსამართლეო წარსული არ არის სანდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის.

როგორც „ნიუპოსტს“ იურისტები უყვებიან, ნინო სანდოძე მოსამართლეთა ე.წ კლანში ის ოდიოზური ფიგურაა, რომლებსაც სასამართლო წრეებში „სამართლის მაფიოზებადაც“ კი მოიხსენიებენ.

ნინო სანდოძე იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც 2006 წელს ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა მიუსაჯა გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას, რომლებიც 2017 წელს უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

წინა ხელისუფლების პირობებში მას არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია.

„მეგობრებო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველია მოსამართლე ნინო სანდოძე- ადამიანი ვინც უვადო პატიმრობა მოუსაჯა აწ უკვე გამართლებულ გია გვიჩიანს, პატიმრობა მოუსაჯა შალვა რამიშვილს და დავით კოხრეიძეს, გაასამართლა ბადრი ბიწაძე 2011 წლის 26 მაისისათვის. კიდევ რამ თუ არ მახსოვს გამახსენეთ. მაგრამ მგონი საკმარისია, სამართლიანობა აღდგა“- აღნიშნა ნინო სანდოძის შესახებ საუბრისას ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის 144 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არიან ისეთი კანდიდატები, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42