"თუ გვარამიას დააკავებენ, ეს იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ქართული მართლმსაჯულებისთვის" - მეუფე პეტრე
პოლიტიკა - 18:11, 02 Aug, 2019     1956
იქ, სადაც უდანაშაულო მღვდელი ორი წელია, გვიზის ციხეში, მართლმსაჯულებაზესაუბარი ძნელია - მეუფე პეტრე ამ ფრაზით ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება.


მისი თქმით, ამ ვითარებაში გამორიცხული არაფერია, არც ის, რომ ნიკა გვარამია დააკავონ. თუმცა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ "რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორს დააკავებენ, იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ქართული მართლმსაჯულებისთვის.

"ვიტყოდი, როგორც აწ განსვენებული ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც "რუსთავი 2-ზე" გინდათ მსჯელობა, ჯერ მე გამიხსენეთო. მე ვიტყოდი, რომ ჯერ უნდა გავიხსენოთ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა და უნდა იქნას სამართლიანად გამოძიებული და შემდეგ შეიძლება მხოლოდ "რუსთავი 2-ის" საქმესთან მიმართებაში სამართლიან განვითარებას ველოდოთ. ისევე როგორც ვიტყოდი, რომ ხელისუფლების ცვლილების დროს ერთ-ერთი წყალგამყოფი იყო ჩემთვის, მაგალითად, 9 თვის ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის გაუგებარ მდგომაროებაში გარდაცვალება და ამ საქმის არგამოძიება. იქ, სადაც უკვე ორ წელზე მეტია, საპყრობილეში უდანაშაულო მღვდელი გვიზის ციხეში და ამდენი პოლიტპატიმარი, ძალიან რთულია, სახელმწიფოში, სადაც იგივე ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა, ძალიან ძნელია, რაიმე მართლმსაჯულების კუთხით საიმედო მდგომარეობას ვპროგნოზირებდეთ.

ყველაფერი არის შერჩევითი სამართალი და სადაც უდანაშაულო მღვდელი ზის ციხეში, მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მივესალმები იმ დამოკიდებულებას, რომ ბატონი ნიკა დარჩა საქართველოში და თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ ღმერთი ამას დაუშვებს, იმის ძალასაც მისცემს, რომ ღირსეულად იყოს იქ, მაგრამ ეს იქნება პლუს ერთი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს მართლმსაჯულებისთვის,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42