ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩად დაინიშნა
პოლიტიკა - 17:53, 02 Aug, 2019     1285

საფრანგეთის რესპუბლიკასა და ისრაელში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენელად თეა კატუკია, ხოლო ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლაშა ჟვანია დაინიშნენ - ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია გახლავთ მდიდარი დიპლომატიური გამოცდილებით. 1995 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის 2004 წელს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე, შორის 2005-2008 წლებში ისრაელის სახელმწიფოში და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ადრეულ წლებში დიპლომატიურ სამსახურში იგი საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივნად, ასევე გახლდათ აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს მესამე მდივანი და დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად, ასევე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში პირველი მდივანი შემდეგ კი კონსული.

ლაშა ჟვანიას აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. 2008-2009 წლებში გახლდათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, 2002-2003 წლებში გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2002-2003 წლებში ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. 2008 წელს გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

2009-2018 წლებში იყო საკონსულტაციო და ინვესტიციების მართვის კომპანია Global Uni Group, დამფუძნებელი.

2010 წლიდან დღემდე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის მთავარი მენეჯერი.

2004 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42