"ზარდიაშვილი ჩემი დიდი ხნის კარგი მეგობარია" - გიორგი მიქაუტაძე
პოლიტიკა - 16:10, 02 Aug, 2019     840

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძეთან გასაუბრება დასრულდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან საბჭოს წვერების კითხვები ძირითადად მის გავლენებს სასამართლო სისტემაში ეხებოდა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვა გიორგი მიქაუტაძესთან მიხეილ ჩინჩალაძესა და ვანო ზარდიაშვილთან ურთიერთობას ეხებოდა.

„ვანო ზარდიაშვილი არის ჩემი დიდი ხნის კარგი მეგობარი და ვხვდები ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, რესტორანშიც შევხვედრივართ. ეს ფაქტი როგორ უნდა შევცალოთ. ან მე და ვანომ უნდა დავანებოთ მეგობრობას თავი. თქვენ რომელს მთავაზობთ? არ ვაპირებ არც ერთს და არც მეორეს. მე ჩემი საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არ მივცე საფუძველი არცერთ მოქალაქეს, არცერთ დაინტერესებულ პირს ეჭვისთვის, რომ შესაძლოა, მე რაიმე არასწორი გზით ვიყენებდე კონტაქტებს,“ - გამაცხადა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძეს შეკითხვა ასევე სასამართლო სისტემაში ლიდერობასთან დაკავშირებით დაუსვეს.

„ეს ჩემი ვალდებულებაც არის, რომ რაღაც საკითხებზე საერთო ხედვა სასამართლო სისტემის წარმოვადგინო ხოლმე, როდესაც საჭირო იქნება, გამოვიდე საჯარო გამოსვლებით, მედიასაშუალებებით, თუ ამას ვინმე ჩათვლის, რომ ეს შეიძლება იყოს ლიდერობა. მე დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ეს შესაძლოა, ვინმემ აღიქვას ლიდერობად, უბრალოდ ამ ლიდერის სახელის უკან დგას გარკვეული მოვალეობები, ფუნქციები, რომელიც კანონით და კონსტიტუციით არის,“ - აღნიშნა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძეს შეკითხვა თამარ ხაჭაპურიძის საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. ხაჭაპურიძე მას თავდასხმაში ადანაშაულებს.

„მესმის რეპუტაციურად ერთი საკითხი, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე მეორე რეპუტაცია დევს, ჩემი, როგორც მდივნის და ამ შემთხვევაში გარკვეული მეტი აღჭურვილი პირის აქტიური მოქმედებები იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც შესაძლებელია, პირადი ინტერესი მქონდეს. ესეც ხომ რეპუტაციული ფასეულობაა. რომ ავწონოთ ეს ორი რეპუტაციული ფასეულობა, მე ფსონს ვაკეთებ იმაზე, რომ ყოველი აქტიური მოქმედება ჩემი მხრიდან ან ჩემი სტატუსით გათვალისწინებული, იქნება, ალბათ, უფრო დამაზიანებელი, ვიდრე ნეიტრალური მდგომარეობის შენარჩუნება, ისე, როგორც ვარ ახლა, ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე. ჩემი. როგორც მდივნის აქტიური მოქმედებები და მოთხოვნების დაყენება იქნებოდა უფრო დამაზიანებელი,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42