პაატა სალია პროკურატურისგან "რუსთავი 2"-ის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლას ითხოვს. მისი თქმით, ტელეკომპანიაში შესაძლოა ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნები არსებობდეს.
"გახსოვთ ჩემი ზეპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიაში დაგვხვდა ძალიან მძიმე ვითარება, რაც არალოგიკური იყო და ეს ბრალდებოდა ხშირ შემთხვევაში ყადაღებს, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ. იმისთვის, რომ მე, როგორც ახალ მოსულ დირექტორს მქონოდა შესაძლებლობა გავრკვეულიყავი ყველაფერში და უფრო სწორად დავიწყე გარკვევა დეტალებში, გამოჩნდა ისეთი გარკვეული საკითხები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს დანაშაულამდე, დანაშაულის ნიშნებამდე. ამიტომ, ჩავთვალე ვალდებულად თავი, რომ ზოგადი განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა არსებობდეს. იმიტომ, რომ სხვაგვარად დანაშაულის დაფარვად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. ასეთ შემთხვევაში როგორც წესი ხდება ახალი დირექტორის მიერ განცხადებით მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. პირველ რიგში იმიტომ რომ არიდებული იქნეს ახალი დირექტორის პასუხისმგებლობა. მეორე, დადგინდეს რეალური მიზეზი რატომ არის ასეთი მდგომარეობა კომპანიაში" - აღნიშნა სალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






