"გამოძიება მიმდინარეობს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. და ასევე ქონების გადამალვის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა დღეს მოწმის სახით სასამართლოში ნიკა გვარამია. ეს პიროვნება გენერალური დირექტორი იყო რუსთავი 2-ის. ბუნებრივია რადგან პერიოდი ეხებოდა მისი მუშაობის პერიოდს მოხდა მისი გამოკითხვა. დაისვა შესაბამისი კითხვები და მივიღეთ პასუხები. ამ პასუხების შეფასებების შემდგომ დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ,“-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. გვარამიას დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, "რუსთავი2"-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალიაც ითხოვს. ნიკა გვარამიას გამოკითხვა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ის მოწმის სტატუსით გამოიკითხა.
მასალის გამოყენების პირობები






