როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, "ამას სჭირდება ჩასხმა".
"არ უნდა სალიამ მკითხოს, მე რა მდგომარეობა დამხვდა მომჩივანი ნიჟარაძის ქმრის დროს.
ჩვენ რაც გვაქვს ვალები, აბსოლუტურად გასტუმრებადია, ამას სჭირდება ჩასხმა, ჩვენ წელს დაგეგმილი გვქონდა ჩასხმა. ჩვენს დამფუძნებლებს ვგულისხმობ, მაგრამ "რუსთავი2" მათი აღარაა და არ ჩაასხამენ ამ ფულს, პირიქით ისინი რაც ჩასხმული აქვთ იმას მოითხოვენ უკან, უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით.
ამიტომ მობრძანდეს ქიბარ ხალვაში მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, ჩაასხას ფული გაისტუმროს ვალები და გაისტუმრონ ხელფასები. ასე ხდება საქართველოში. არცერთი ტელევიზია, "რუსთავი 2"-ის სამქლიანი პერიოდის, ჩემი დირექტორობის სამ წლიანი პერიოდის გარდა, საკუთარი შემოსავლებით საქართველოში არ არსებობს.
რა ფული მოვიპარე? - შეადარონ ჩემს კონკურენტ იმედს რამდენი ჰქონდა შემოსავალი. ეს არის მთავარი.
ყველაფერი რაც ჩაასხეს ჩვენმა დამფუძნებლებმა ბუნებრივია ამას უკან წამოიღებენ უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით"- განმარტა გვარამიამ.
"რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა უსაფუძვლო გამდიდრების საკითხი მედიისთვის განმარტა და თქვა:
"ქიბარ ხალვაში რომ იყო 3,5-იან ნაქირავებ ბუტკაში და დღეს აქვს 10 კამერა და 50 000 000 ლარის ქონება დაუბრუნეს საქართველოს და სტრასბურგის სასამართლოებმა სამარცხვინო გადაწყვეტილებით, ახლა მიაკითხავენ დამფუძნებლები და ეტყვიან, რომ დაბრუნდი შენს ბუტკაშიო"- აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






