ქარდავა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ნიკა გავარმია ჩვენებას მაგისნტრანტი მოსამართლის თანდასწრებით აძლავს.
ქარდავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ნიკა გვარამია პოლიტიკურ ოპონენტად ჰყავს აღქმული.
„სიმართლე გითხრათ, შევწყვიტე სამართალზე და კანონზე საუბარი და სიმართლე გითხრათ, ბრალის წაკითხვაც აღარ მაინტყერესებს, მას შემდეგ რაც ბოლო პერიოდში ვიხილეთ, რა ბრალიც წაუყენეს გვარამიას და რაც მოხდა გუშინ კუპრავასთან დაკავშირებთ, როცა ის გაურკვეველი მიზეზებით ციხეში გაუშვეს. ამას საერთო არ აქვს სამართალთან. მივიღეთ პრორუსული ორიენტაციის დიქტატორი ბიძინა ივანიშვილის სახით, ან დაამყარა ტოტალიტარული რეჟიმი. აქ სამართალზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ვიცით, რომ სასამართლო, პროკურატურა ემორჩილება ამ ერთ ადამიანს. მისი ამოცანა არის მოასუფთაოს პოლიტიკური ველი, შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება. გაუშვას პოლიტიკური ოპოზიცია ციხეში და მოასუფთაოს პოლიტიკური ველი"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერის თქმით, გვარამიას წინააღმდეგ დაწყვებული ბრძოლა "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ის ახალი პროდასავლური ტელევიზიის შექმნას აპირებს.
"ივანიშვილმა ჩათვალა, რომ დაისვენა, ალბათ ის უახლოეს მომავალში შეეცდება "რუსთავი 2" მოგუდოს. როგორც ჩანს ახლა სხვა ამოცანები აქვს და R2-ის თანამშრომლებიც მაგრა დგახართ. რაც მას ხელს უშლის.
გვარამიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ გაჩნდება ახალი ტელევიზია, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საშუალებას არ მისცემს ბიძინა ივანიშვილს ეს ივანიშვილისთვის ყველაზე მთავარი წითელი ხაზია.
"დიქტატურის მახასიათებელია სისხლი და გისოსები, დიქტატურას განსაკუთრებული ფერი და სუნი კი არ აქვს. ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ გავთავისუფლდეთ დიქტატურისგან. მე დარწმუნებული, ვარ რომ შემოდგომაზე ივანიშვილი მიიღებს მწვავე პასუხს“-აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე აჯანყებულია და ეს ივანიშვილმა უნდა გაიგოის.
ქარდავა ამბობს, რომ როცა ქვეყანაში კანონი და სამართალი აღარ მოქმედებს, პროცესები ქუჩაში გადადის.
"გვარამიას თუ სხვა პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში, ეს ივანიშვილს არ უშველის. შემოდგომაზე ის უმწვავეს პასუხს მიიღებს საქართველოს მოქალაქეებისგან როცა ქვეყანაში კანონი და სამართალი აღარ მოქმედებს, პროცესები ქუჩაში გადადის"- თქვა ქარდავამ.
შეგახსენებთ, პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. გვარამიას დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, "რუსთავი2"-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალიაც ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






