იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დუმილს არღვევს. ნიკა გვარამიას youtube არხზე გამოაქვეყნებულ ინტერვიუში ადეიშვილი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
მისი თქმით 2012 წლის არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელმაც ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალა.
ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუ ნიკა გვარამიამ ბუდაპეშტში ჩაწერა. ამ ინტერვიუში ადეიშვილმა პირველად გათქვა ბევრი ისეთი დეტალი, რაც დღემდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. არ მოერიდა, საჯაროდ ელაპარაკა ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის გუნდის კავშირებსა და იმ მოთხოვნებზე, რომელიც ივანიშვილს მაშინდელ ძალოვანებთან ჰქონდა.
ზურაბ ადეიშვილი წინა ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას აღიარებს. ყოფილი იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ თავის პოლიტიკურ პასუხიმგებლობას არ გაურბის და აღიარებს, რომ ხელისუფლების ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შტოს ჩამოყალიბება და გაძლიერება ვარდების რევოლუციის მთავრობამ ვერ შეძლო.
„დამოუკიდებელი სასამართლო იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება ხელისუფლების ტრანსფორმაცია და არავინ არ ახორციელებს ზეწოლას ახალი ხელისუფლებიდან ამ მოსამართლეებზე“ - ამბობს ზურაბ ადეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






