სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი მთავრობის დათხოვნას გეგმავს - "ოცნების" ლიდერი პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს
პოლიტიკა - 21:07, 01 Aug, 2019     6879
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ კრიზისს საჯაროდ არ აღიარებს, სამთავრობო წრეებიდან „ნიუპოსტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ „ოცნების“ თავმჯდომარემ და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე წყაროს ინფორმაციით, მთავრობა შემოდგომაზე, კერძოდ, სექტემბრის ბოლოს შეიცვლება და ამ ცვლილების სქემა, დაახლოებით, ასეთი იქნება:

ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურების საბაბით პრემიერი მამუკა ბახტაძე თანამდებობას დატოვებს. ასევე, პოსტებზე უარს იტყვიან ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებიც. ყველაფერი ეს კი იმის მიზეზი გახდება, რომ მთავრობა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინოს, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება შს მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია და, ზოგადად, მინისტრთა კაბინეტი ძველი სახეებით აღარ დაკომპლექტდება.

ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერის პოსტზე ბახტაძე შესაძლოა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ჩაანაცვლოს, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფომაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ არ არის მიღებული, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძე, როგორც ელჩი, აშშ-დან გამოწვეული იქნება, მისი პრემიერად დანიშვნაზე თავად ივანიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

ამასთან, კულუარებში ამბობენ, რომ პრემიერობის ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იყოს, რომელიც ივანიშვილის ნდობის აღჭურვილ პირად ითვლება, თუმცა ამის მიუხედავად, ცქიტიშვილის კანდიდატურას თავად „ოცნების“ ის გუნდი არ უჭერრს მხარს, რომელსაც ივანიშვილთან ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს.

სხვათა შორის, იმის თაობაზე, რომ შემოდგომაზე, უფრო ზუსტად, სექტმბრის ბოლოს მინისტრთა კაბინეტი დიდი ალბათობით შეიცვლება, მინიშნება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ედპ-ს თავმჯოდმარე ბაჩუკი ქარდავამაც გააკეთა.

„სულ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ დავწერ: ქვეყანაში გაფორმდა კრემლიდან მართული დიქტატურა! ჩვენ ვხედავთ უკიდურესად შეურაცხყოფილ საქართველოს მოქალაქეს და თავხედ დიქტატორს, რომელიც გუდავს თავისუფლებას! ისმის კითხვა, რა ვქნათ? პასუხი ერთია - ჩვენი ვალია, შევთახმდეთ და გავუწიოთ მოქალაქეების ამ გულწრფელი პროტესტის გამოხატვას ორგანიზება შემოდგომაზე, რუსთაველის გამზირზე! ივანიშვილი მთავრობის გაშვებას აპირებს სექტემბერში, ეს ანკესია, პრობლემა თვითონ ივანიშვილია! არა ივანიშვილს!“ - დაწერა ქარდავამ სოციალუ ქსელში.

მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ივანიშვილის მხიდან ბრძოლის ამ რაუნდის გადაგორების მცდელობა იქნება. მისთვის მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42