"რუსთავი 2-ის" კონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა - „ინტერმედიას“ იურისტის განმარტება
პოლიტიკა - 18:58, 01 Aug, 2019     1124
ორგანიზაცია „ინტერმედიას“ იურისტი "რუსთავი 2-ის" კონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურის წარმომადგენლების შესვლის შესახებ საუბრობს. შოთა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა კომპანიიდან ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაციის ამოღება მოითხოვეს.


იურისტი აცხადებს, რომ მათ გამომძიებლებს სრულყოფილი ინფორმაცია გადასცეს. შოთა ჩავლეიშვილი „ინტერმედიას“ საქმიანობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია სარეკლამო საქმიანობას ეწევა.

„ჩვენს ორგანიზაციაში მოვიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებმაც სასამართლო განჩინების საფუძველზე, მოითხოვეს ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაციის ამოღება. ამოღებული იქნა ეს დოკუმენტაცია ჩვენი არქივებიდან. საქმე ეხება "ინტერმედიას". აღნიშნული ორგანიზაცია ამ სახელით, ოღონდ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდით, სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა. ის ეწეოდა სარეკლამო საქმიანობას, ახდენდა სხვადასხვა ტელევიზიების სარეკლამო დროის რეალიზებას და შესაბამისად, აღნიშნული საქმე, რამდენადაც განჩინებაში გავეცანით, დაკავშირებულია "რუსთავი 2-თან" კავშირში მყოფ გარკვეულ სისხლის სამართლის საქმესთან. ეს დოკუმენტაცია არის დაკავშირებული სარეკლამო ურთიერთობებთან, რომელიც მიმდინარეობდა დამკვეთებთან, სხვადასხვა ტელეარხთან, ასევე ფინანსურ დოკუმენტაციასთან, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან, გადარიცხვების დოკუმენტები, მიღება-ჩაბარების აქტები ა.შ.“ - განაცხადა „ინტერმედიას“ იურისტმა, შოთა ჩავლეიშვილმა.

"ინტერმედია" "რუსთავი 2-ის" გაყიდვებს და სარეკლამო განთავსებებსუზრუნველყოფს, ამ კომპანიის დამფუძნებლები ასევე "ფორმულა კრეატივის" მფლობელები არიან, სწორედ მათ დღეს თქვეს, რომ ისინიც ახალი ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი არხის შექმნას ცდილობენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი მათ ოფისში პროკურორები მივიდნენ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42