"არ გვაკმარეს ის, რომ წაგვართვეს ტელევიზია სტრასბურგის სასამართლოს ხელით" - ნიკა გვარამია დიქტატურის დამყარებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 18:24, 01 Aug, 2019     920
ნიკა გვარამიას თქმით, ყველაზე სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ "რუსთავი2" სტრასბურგის ხელით წაიღო.

"რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ახლა მიმდინარეობს ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც სურთ ახალი თავისუფალი მედიის შექმნა.

„ეს არის დიქტატურის გაფორმება. ჩვენ არ გვაკმარეს ის, რომ წაგვართვეს ტელევიზია სტრასბურგის სასამართლოს ხელით, სხვათა შორის, კიდევ ფიგურირებს აქ და სტრასბურგის სასამართლო, არ დაგვავიწყდეს. ჩვენ ახლა არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ გავაკეთოთ ახალი. ეს არის დიქტატურა, ამას სხვა შეფასება არ ჰქვია, თავი არ მოიტყუოს არავინ, არც ამ ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის არის, რომ ტრიგერი, ანუ გამშვები მექანიზმი დიქტატურის სრულად ამოქმედებისთვის და ამ ჯინის ბოთლიდან გამოშვებისთვისგახდა ევროპული ინსტიტუცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო.

აი, ზუსტად იმ გადაწყვეტილების მერე, თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მეორეზე უარესს, ყველა მიმავალი სრულფასოვანი დიქტატურისკენ, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაჭერა, მომიტინგეების უკანონოდ ციხეში ჩაყრა, ტელევიზიის დახურვა, მთავარი ტრაგედია, ჩემი აზრით, მთავარი ევროპული პლატფორმის, "რუსთავი 2-ის" და ახლა გაგრძელება უკვე იმ ადამიანებთან ბრძოლის სახით, რომლებსაც შეუძლიათ ალტერნატივების შექმნა, ანუ სიტყვის თავისუფლების საბოლოო დახურვაზეალაპარაკი. აი, ეს ყველაფერი დაიწყო ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენც და ამ გადაწყვეტილების ავტორებმაც,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42