"ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა, ამის გარანტიას ვიძლევი - გვარამია დაკავებას არ გამორიცხავს
პოლიტიკა - 18:04, 01 Aug, 2019     1134
"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ აბსურდულია ის საქმე, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს. გვარამია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ის პროკურატურაში დაბარებას ახალი არხის შექმნას უკავშირებს. მისი თქმით, ფინანსური დარღვევას ადგილი არ ჰქონია.


გვარამია კითხვის ნიშანს სვამს "რუსთავი 2"-ის ერთ-ერრთი მეწილის ნინო ნიჟარაძის მისამართითაც, რომელმაც გვარამიას ინფორმაციით მის წინააღმდეგ სარჩელი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 2 დღით ადრე შეიტანა.
"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ეჭვობს, რომ ხელსიუფლებამ წინასწარ იცოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სტრრასბურგის სასამართლო R2-ის საქმეზე.

გვარამია ამბობს, რომმის წინააღმდეგ აღძრული საქმით კომპანიის ახალი მფლობელები შეძლებენ „რუსთავი2“ გაკოტრებულად გამოაცხადონ და ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე კომპანიაში რჩებიან გაათავისუფლონ.

„ეს ორ საკითხს უკავშირდება, რაც ხდება პირველი - პირადად ჩემს საკითხს, მე გაცხადება გაკეთებული მაქვს, რომ ტელევიზიას ვაკეთებ და აუცილებლად გავაკეთებ რუსთავი 2-ზე ბევრად კარგ ტელევიზიას და ამ მთავრობისთვის ძალიან სერიოზულ კრიტიკულ პლატფორმას, ამ რეჟიმის წინააღმდეგ და მეორე საკითხია, რომ უბრალოდ რუსთავი 2 ეშლებათ, ვერ არიგებენ ხელფასებს. კომპანია მიჰყავთ გაკოტრებისკენ და ეს მათ სურთ, სხვანაირად ვერ იშორებენ ჟურნალისტებს, რომლებიც დარჩნენ რუსთავი 2-ის და მართლაც გმირულად იბრძვიან, რასაც მივესალმები და განცვიფრებას და ძალიან დიდ აღფრთოვანებას გამოვხატავ, ამ გმირული და ურთულესი წინააღმდეგობის გამო, რასაც კურიერი, პ,ს და საინფორმაციო სამსახური გადის დღეს მტრულ გარემოცვაში. რუსთავი2-ს რეალურად აკოტრებენ და სჭირდებათ მიზეზი ჩემში, რომ მე სადღაც ფული წავიღე და ამიტომ კოტრდება რუსთავი 2.

აბსურდია, მე ფული არ მაქვს, წასაღები კი არა მისატანი იყო რუსთავი 2-ის ფული, რომ კომპანიას ეარსება. კომპანია ყველა ვხედავდით,რომ არსებობდა. ეს არის ფეიკი საქმე, მოგონილი საქმე, ვინმე ნიჟარაძის მიერ, რომელიც ორი დღით ადრე შევიდა პროკურატურაში. ეს ნიჟარაძის საქმე გამოგორდა რამდენიმე თვით ადრე და იყო სპეციფიკურად შექმნილი და უკვე როგორც ვხედავ, სპეციფიურად შექმნილი იყო, „რუისთავი2“-ის წართმევის შემდეგ ამ ტიპის გაგრძელებისთვის.

რას მინდა დააკვირდეთ, ნიჟარაძის საქმე რომ გამოგორდა და მთავრობის მიერ შეიქმნა, მთავრობამ უკვე იცოდა, როგორ მთავრდებოდა "რუსთავი 2"-ის საქმე. ეს შეკითხვები არის არამხოლოდ მთავრობის მისამართით, არამედ სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებით. რატომ და საიდან იცოდა სასამართლოსგან ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ და უტყუარად იცოდა, იმიტომ რომ ნიჟარაძის ფეიკ პლატფორმა, რაც გაგრძელება დასჭირდებოდათ და როგორ უნდა ექნათ იცოდნენ. ეს კითხვები კი ნამდვილად გაჩნდა დღეს. შემიძლია ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, ფინანსები და კეთილსინდისიერება არის ის საკითხი, სადაც არასდროს არაფერი შემშლია, ძალიან ცუდი გზა აირჩია მთავრობამ ამას ისევ სახელმწიფო გადატრიალება ჯობდა“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ის დაკავებას არ გამორიცხავს:

"ცხადია ამას ველოდები, მაგრამ ამის არ მეშინია. გამოვიძინებ ბოლო-ბოლო. მე გამოვალ, მაგრამ ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა, ამის გარანტიას ვიძლევი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42