ქარდავა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მმართველობას დიქტატორულს უწოდებს, რომელიც ამყარებს რეჟიმს სისხლის ღვრითა და გისოსების მეთოდით.
„ბიძინა ივანიშვილი მიადგა ყველას და ყველაფერს. რაც ყველაზე ცუდია და მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო, ის მიადგა ქართულ სახელმწიფოს და მახრჩობელა, რასაც მას ადარებენ ხოლმე, ეს მახრჩობელა ახლა ახრჩობს ყველაფერს. დიქტატურას რამე განსაკუთრებული ფერები კი არ აქვს, დიქტატურას ახასიათებს სისხლი და გისოსები, სისხლი დაღვარა 20 ივნისს, ახლა აამოქმედა გისოსები.
ნიკა გვარამიას დაბარება არაფერი არ არის სხვა, თუ არა თავისუფალი მედიის რამე წყარო არ გაჩნდეს კიდევ, სადაც პროდასავლური, ოპოზიციური აზრი და კრიტიკული აზრი იქნება გაჟღერებული. საჭიროა ოპოზიციის სრული კონსოლიდაცია და შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილმა რეპრესიებზე პასუხი უნდა მიიღის, ამას სჭირდება კონსოლიდირებული ოპიზიცია, საქართველოს მოქალაქე უკვე დაპირისპირებულია ივანიშვილთან, დავეხმაროთ ათი ათასობით ქართველოს, რომ გამოვიდეს ქუჩაში და დაიცვას საქართველოს სახელმწიფოებრიობა,“- განაცხადა ქარდავამ.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. შეტყობინება გვარამიამ დღეს მიიღო. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს, მან მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






