"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ნიკა გვარიამიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს ეხმაურება.
გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს პოლიტიკური რეპრესიებია, რითაც მმართველი გუნდი ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას.
„ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტიკური რეპრესიები დადგა მას შემდეგ, რაც 20 და 21 ივნისს ხელისუფლებამ, რომელიც თითებით და ბრჭყალებით არის ჩამოკიდებული თავის კაბინეტებზე, დაინახა განრისხებული საქართველოს მოქალაქე. მათ ჰგონიათ ახლა, რომ ეს რეპრესიებით, წარმატებული ბიზნესმენების წინააღმდეგ განხორციელებული, წარმატებული მედიამენეჯერების წინააღმდეგ განხორციელებული, წარმატებული პოლიტიკოსების ან იმ ადამიანების, ვინც ოპოზიციის წამყვან ხმებს წარმოადგენენ , განხორციელებული რეპრესიები მათ ხელისუფლებას შეუნარჩუნებს, მოქალაქეების ნდობას დაუბრუნებს, ლარის კურსს გაამყარებს, ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკის გამომუშავებაში დაეხმარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს გაამტკიცებს. ამაზე დიდი კლინიკური იდიოტიზმი წარმოუდგენელია" - აღნიშნა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






