"პროკურატურას უნდა ტელევიზიის შექმნაში ხელი შეგვიშალოს"- ფორმულა კრეატივი ტელევიზიას კეზერაშვილთან ერთად ქმნის
პოლიტიკა - 16:24, 01 Aug, 2019     1772

ფორმულა კრეატივი ტელევიზიას ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის.

"ყველა ის ადამიანი, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აქვს შესაბამისი მიზნები და ამ მიზნების მიღწევის საშუალებებიც თანხვედრაშია, შეგვიძლია პოტენციურ პარტნიორებად განვიხილოთ. აქვე დავადასტურებ, რომ დავით კეზერაშვილსა და ჩვენს შორის მიღწეულია შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ და ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება და მაყურებელი იხილავს ჩვენი თანამშრომლობის შედეგებს. ეს იქნება სრულიად ახალი არხი რომლის ბრენდინგზე მუშაობა მიმდინარეობს და ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით. რაც შეეხება პროექტებს, რა თქმა უნდა, ჩვენს შექმნილ პროექტებს და კიდევ მრავალი სიახლეს მაყურებელი ახალ არხზე იხილავს", - განუცხადეს On.ge-ს ფორმულა კრეატივში.

ამასთან ფორმულა კრეატივი შპს ინტერ მედიაში პროკურატურის შესვლას ახალი ტელევიზიის გაკეთებაში ხელის შეშლად აფასებს:

"იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და არ გააგრძელებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობას. ამასთან, ჩვენ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ დაანონსებული ახალი სატელევიზიო პლატფორმა აუცილებლად შეიქმნება, მიუხედავად იმისა თუ რა უკანონო ქმედებებს განახორციელებს ხელისუფლება პროკურატურის ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით", - აცხადებსნ ფორმულა კრეატივში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42