ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე სემეკის წევრები და ლეიბორისტული პარტიის წამომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გიორგი გუგავას ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, სემეკი ხელისუფლებასთან შეთანხმებით, გაზის სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან მატებას გეგმავს.
„ქვეყანა იქცეოდა და ტურას ქორწილი ჰქონდაო, ზუსტად ასეა ამათი საქმე. იხელთეს დრო, რათა მოხდეს კვლავ გაძვირება გაზზე ტარიფებისა. რამდენიმე დღის წინ, მაფიოზმა კალაძემ, თავის ამფსონებთან ერთად საბოლოოდ გადაიფორმა თბილისის გაზი და არ დააყოვნა, სემეკში შემოიტანა განაცხადი იმის შესახებ, რომ გაზზე ტარიფები გაიზარდოს 50%-ით. რაც არის სოციალური კატასტროფა" - აღნიშნა გუგავამ.
ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონიას თქმით, ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
მასალის გამოყენების პირობები






