გალის რაიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე კაპანაძე დააკავეს. მარიონეტული რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.
„ვადასტურებთ, უკანონო დაკავების ფაქტს. მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა“,-აცხადებენ სუს-ში.
ალექსანდრე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული გალის იზოლატორშია გადაყვანილი.
1968 წელს დაბადებული კაპანაძე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ საბერიოში 23 ივლისს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






