ხაბეიშვილის ინფორმციით, ივანიშვილის გარემოცვას სურს, გიორგი თოფჩიშვილს ბიზნესი წაართვან ან 5 მილიონი ლარი გადაახდევინონ.
„საუბარია „ფრეგოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, თოფჩიშვილზე და ყველაშვილზე, რომლებიც ფინანსური დანაშაულის გამო არიან დაჭერილები, თუმცა ჩვენ ინფორმაციით, ბატონი რამიშვილი, რომელიც მანამდე მუშაობდა რკინიგზაში, ანუ ბახტაძე იყო ხელმძღვანელი, ის არის უჩა მამაცაშვილის კადრი, ასევე მუშაობდა „არემჯი გოლდში“, ის პირადად ატერორებს ამ ადამიანებს და სთხოვს 5 მილიონ დოლარს თავისუფლებისთვის და ეუბნება, რომ თუ ამ 5 მილიონ დოლარს არ გადაიხდიან, ისინი ვერასდროს ვერ ეღირსებიან საპატიმროს დატოვებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ახლა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ ამ საქმით. ასევე მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს დაინტერესდნენ ამ საქმით. ეს კონკრეტული ორი ადამიანი, რომელიც დღეს იმყოფება პატიმრობაში, რეალურად დანაშაულთან გვაქვს საქმე თუ უჩა მამაცაშვილს მოუნდა, დამატებით მილიონები აახიონ კონკრეტულ ბიზნესს,“-განაცხადა "კურიერთან" ლევან ხაბეიშვილმა.
„ფრეგოს“ დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






