საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა
პოლიტიკა - 12:14, 01 Aug, 2019     1679

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

მათი ინფორმაციით, დღეიდან კახაბერ ქემოკლიძე უსაფრთხოების საბჭოს აპარატს უხელმძღვანელებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის დაქვემდებარებაში არსებული ანალიტიკური ცენტრი იქნება.

კახაბერ ქემოკლიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 2018 წლის აპრილიდან დღემდე ეკავა.

„2001-2007 წლებში მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის განხრით.

2010-2011 წლებში ევროკომისიის სრული სტიპენდიით ლეიდენის უნივერსიტეტში (ლეიდენი, ნიდერლანდები), მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობაში.

2008 წელს, აშშ-ის მთავრობის სრული სტიპენდიით სტაჟირება გაირა აშშ-ში (ქ. სიეტლი, ვაშინგტონის შტატი), არასამთავრობო ორგანიზაცია “EarthCorps”-ში.

2005-2010 წლებში კახაბერ ქემოკლიძე საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. საჯარო სექტორში მუშაობა 2011 წელს, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში უფროსი ანალიტიკოსის პოზიციიდან დაიწყო.

2012-2013 წლებში ის გახლდათ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2015 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მოგვიანებით კი ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2015-2018 წლებში მან საქმიანობა განაგრძო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს), საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.

2012 წლის ივნისიდან - 2018 წლის აპრილამდე, ის იყო შსს-ს, მოგვიანებით სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (GID) და ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე (ერგნეთი /გალი).

2016-2018 წლებში ის ასევე იყო ცენტრალური ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების „სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის“ შეხვედრებზე,” - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42