ექსპერტები თვლიან, რომ ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯები არაფრის მომტანია მაშინ, როცა ქვეყანას არ აქვს ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა.
„ეროვნული ბანკი რთული დილემის წინაშეა, ერთის მხრივ, ინფლაცია უნდა გააჩეროს, მაგრამ მეორე მხრივ, რეფინანსირების განაკვეთის აწევა გამოიწვევს ისედაც შენელებული ეკონომიკის კიდევ უფრო შენელებას. ეროვნული ბანკის ამ შემთხვევაში ცდილობს, რომ გამოასწოროს ის გრძელვადიანი ზიანი, რომელიც ეკონომიკას მიაყენა მთავრობამ. მონეტარული პოლიტიკის რაღაცა კორექტირებებით მარტო ფონს ვერ გავალთ. საჭიროა მკვეთრი, ფუნდამენტური გადახედვა ფისკალური პოლიტიკის,“- აცხადებს ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილმა.
რატი აბულაძის თქმით, მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ინსტრუმენტების ხარჯზე ვალუტის კურსის ეფექტიანობის მიღწევა ძალიან რთულია.
„ დღევანდელმა გარემომ აჩვენა ვალუტის კურსის გაუფასურებასთან ერთად ვალუტის კურსის მართვის გაუფასურება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე საუბარი, ინსტრუმენტების გამოყენებაზე საუბარი ბუნებრივია, აკადემიური მიდგომაა, თუმცა ჩვენ ერთის მხრივ, გვინდა, რომ ინსტრუმენტები იყოს ეფექტიანი, მაგრამ მხოლოდ ინსტრუმენტების ხარჯზე ვალუტის კურსის ეფექტიანობის მიღწევა ძალიან რთულია დღე4ვანდელი ეკონომიკური მოცემულობების პირობებში,“- განაცხადა სპეციალისტმა.
მასალის გამოყენების პირობები






