გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბახვის პოლიციის უფროსის, მამუკა ჯანანაშვილის შესახებ ოპოზიცია დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
ცნობისთვის, ჯანანაშვილმა მაკო გომურს დედა შეაგინა და 20 ივნისის ღამის დაზარალებულის გამოსარჩლებისათვის აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძე სცემა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მამუკა ჯანანაშვილი 2012 წლამდე განთავისუფლდა ზუსტად პოლიციელისთვის შეუფერებელი საქმიანობის გამო.
"კასპის გამგებელი ოლეგ იაძე ხომ გახსოვთ? მისი მეგობარი და საქმის მომგვარებელია. 2013 წელს პოლიციაში აღადგინეს ქოცებმა და კასპის პოლიციის უფროსად დანიშნეს. შემდეგ მარნეულში გადაიყვანეს. იქ საწვავის ტალონების გაყიდვა დაიწყო.
მისი მფარველია, ასევე, ივანიშვილის დაცვის წევრი, ახლა სუს-ის თანამშრომელი და გომელაურის მეგობარი სოსო იაშვილი. ამიტომ ეპატიება ყველაფერი..
ახლა გურიაშია დამსჯელ-პოლიციელად. ზუგდიდის არჩევნებზე თინა ბოკუჩავას ფიზიკურად გაუსწორდა. ეს არის გახარიას სახე დღეს"- აცხადებს დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






