"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებას აფასებს.
მისი თქმით, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერაფერს აკეთებს ამიტომ, მხოლოდ მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„ხელისუფლება ფაქტობრივად არ არსებობს. მათ უკვე არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უნარი. შესაძლებელია, რომ ივანიშვილისგან ელოდებიან რაღაც სიგნალს. იმიტომ, რომ დღეს ვიცით რომ გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი. ნებისმიერი გადაწყვეტილება არის დასჯადი. თუ ამ გადაწყვეტილებას არ მოჰყვება შედეგი, ამ შემთხვევაში ვიღაც შეშინებულია. ამიტომ დღეს ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე რომ ივანიშვილის ნებართვის გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება და ელოდებიან მისგან დავალებას მოახდინოს თუ არა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ან მთავრობამ მიიღოს რამე შესაბამისი ზომები" - აღნიშნა გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






