"გადატრიალების მცდელობები, პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინება"- ცქიტიშვილი ლარის გაუფასურებას ხელისუფლების გარდა ყველას აბრალებს
პოლიტიკა - 17:37, 31 Jul, 2019     1051
ლარის კურსის რეკორდული გაუფასურება - ხელისუფლება თითს ოპოზიციისკენ იშვერს. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა მისი მსგავსი რადიკალური ჯგუფები ხელისუფლებას ხელს უშლის, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე აისახება.

"ლარს პირველ რიგში სჭირდება სტაბილურობა და პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ლარის დინამიკაც და კურსის დინამიკაც, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისიდან და 20 ივნისის შემდეგ პროცესებს დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით. მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვით, ამ ყველაფერის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ სურათს რა სურათსაც ვიღებთ დღეს და როდესაც ჩვენი სკანდალური ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფოს თითქოს არ აქვს პროგრამა რა თქმა უნდა ტყუილია. არ მომერიდება ამის თქმა. სახელმწიფოს ყველა ქმედება მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი გლეხები, ჩვენი მეწარმეები გაძლიერდნენ. ვუწყობთ ხელს ყველა პროგრამით, რომ მათ შექმნან როგორც საწარმო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტი, ააშენონ სასტუმროები და ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და ამით გავაძლიეროთ ლარი. ყველაფერი ეს ფუჭია, მაშინ როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფოთ რევოლუციების, გადატრიალების ჭრილში. ამ ყველაფრის შედეგი არის ის შედეგი რასაც ჩვენ ვიღებთ,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ოპოზიციის გარდა, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-საც აბრალებს.

მისი თქმით, პუტინის გინებამ, ცუდად იმოქმედა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და დააკარგვინა სტაბილურობა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და უშუალოდ თქვენმა ტელეკომპანიამაც და თქვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა, ეცადნენ ამ სტაბილურობის დარღვევა და საქართველოს მთავრობა ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობს შეინარჩუნოს ის ურთიერთობები, რომელიც არსებობს, რომელიც ამ წლების განმავლობაში პრაგმატული პოლიტიკის შედეგად რთულად მიღწევადი იყო და ძალიან რთულად მოსაძიებელი იყო ის გაყიდვები, ის ტურისტები, რომლებიც ჩვენ ჩვენს ქვეყანაში გვყავდა,"-ამბობს ცქიტიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42