"ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული, მათთვის დაანგარიშება ძველი კურსით უნდა მოხდეს" - ზურაბ მელიქიშვილი
პოლიტიკა - 16:26, 31 Jul, 2019     861

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ლარის რეკორდულმა გაუფასურებამ ქვეყანა კიდევ უფრო არ გააღარიბოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელიუფლებას 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობს.

„ლარი კვლავ გაუფასურდა, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას, 700 ათასი პენსიონერისთვის გაუფასურებულ პენსიას, დოლარსი კრედიტის მქონე 530 ათასი ადამიანისთვის პირდაპირი დარტყმის მიყენებას ნიშნავს. ლარის გაუფასურება გამოიწვევს ფასების მატებას როგორც საკვებ პროდუქციაზე, ასევე საწვავზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე.

რატომ ხდება ეს?

შემცირდა ინვესტიციები. არცერთი ინვესტორი არ მოისურვებს ინვესტიცია ერთი ოლიგარქის ქვეყანაში ჩადოს.

რეგულაციები, რომლებიც მოქმედებს საქართველოში, პირდაპირ მორგებულია ოლიგარქთან და მასთან დაკავშირებულ კლანებზე.

ასევე, ბიუჯეტის არასწორი და არამიზნობრივი ხარჯვა. განუსაზღვრელად დიდი პრემიები და დანამატები ჩინოვნიკებისთვის.

ხელოვნურად შექმნილი აიპები, სადაც ათასობით პარტიული აქტივისტია დასაქმებული

რა უნდა გაკეთდეს?

ხარჯების შემცირება. მათ შორის პრემია დანამატების სრული აკრძალვა.

მავნებელი რეგულაციების გაუქმება, რომელიც ინვესტორებს გზას უკეტავს და არის ნიშანი, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ უნდა გააკეთონ

ანტოკორუფციული ნაბიჯების გადადგა, რათა ყველა დონეზე გამეფებული კორუფცია აღმოიფხვრას

უნდა გადაიდგას ნაბიჯები ინვესტიციის მოსაზიდად

რადგან ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს იმ ადამიანებს, რომლებთაც კრედიტი დოლარში აქვთ აღებული, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ბანკებთან კონსუტაციები და მათთვის დაანგარიშება წლის დასაწყისში არსებული კურსით უნდა მოხდეს.

სხვა შემთხვევაში ქვეყანა უფრო გაღარიბდება და უფრო მეტი ადამიანი წავა ემიგრაციაში" - აღნიშნა მელიქიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42