"ციფრებით ჟონგლიორობა... 6 თვეში უფრო გავღარიბდით" - ოპოზიცია საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნებას კრიტიკულად აფასებს
პოლიტიკა - 15:50, 31 Jul, 2019     732
"მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლება მცდარი მონაცემებით ცდილობს, შექმნას ილუზია, თითქოს, ყველაფერი რიგზეა"- ასე აფასებენ ოპოზიციაში საქსტატის მიერ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნებას.

მათი შეფასებით, მიმდინარეობს ციფრებით ჟონგლიორობა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გამოქვეყნებულ მონაცემებს საერთო არაფერი აქვს იმ მდგომარეობასთან, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

„როგორ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდეს, დაახლოებით, 5%-იანი ზომით და ქვეყანა ღატაკდებოდეს. ყველა ვგრძნობთ, რომ არავითარი გავლენა ამ ქაღალდზე მოცემულ მაჩვენებელს არ აქვს რეალურ ცხოვრებასთან იმიტომ, რომ იზრდება ფასები, გაუფასურდა ლარი და ადამიანების შემოსავალი მცირდება და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც ხარჯების გაწევა უწევთ უცხოურ ვალუტაში, სესხის დაბრუნება და ა.შ.

პირიქით, ჩვენ ამ 6 თვეში უფრო გავღარიბდით, ვიდრე ვიყავით მანამდე და ისედაც ღარიბი ვიყავით, ამიტომ, ეს მაჩვნებელი, რაც აქ კეთდება, არ არის სანდო. ჯერ ერთი, ვიცით ჩვენ 100%-იანი სიზუსტით, რომ სტატისტიკის სამსახური, მთავრობის დავალებით, აყალბებს მონაცემებს ინვესტიციების შესახებ. აყალბებს მიგრაციის მაჩვენებელს, აყალბებს უმუშევრობის მაჩვენებელს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა თავის გამართლების მიზნით, სტატისტიკის დეპარტამენტს იყენებს.

„მთავრობამ იმისთვის, რომ თავი გაიმართლოს ლარის ასეთი მდგომარეობის გამო, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება, დღეს, სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი გამოიყვანა, რომელმაც ძალიან ლამაზად მოგვიყვა, რა კარგად ჩანს ყველაფერი ქვეყანაში ფურცელზე, მაგრამ სინამდვილეში მოქალაქეები ამ ყველაფერს ძალიან მძიმედ გრძნობენ საკუთარ ჯიბეზე და საკუთარ მდგომარეობაზე."

ჩვენ თუ წავალთ უფრო მეტ სიღრმეში და ვნახავთ, რომ ინვესტიციები შემცირებულია, განსაკუთრებით უჭირს სამშენებლო სექტორს, სადაც დასაქმების მაჩვენებელი არის შემცირებული, გაყიდვები არის შემცირებული. არადა ეს ის სექტორია, რომელშიც შექმნილი დღევანდელი კრიზისი ძალიან უარყოფითად აისახება მთლიანად ეკონომიკასა და ლარზე. ეს ყველაფერი გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ ჩაებღაუჭოს სხვადსხვა აბსურდულ განმარტებას,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42