„ახლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს განსაზღვრულია სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით. პრაქტიკულად, ეს ახლა არ გადაგვიწყვეტია. წინა წლიდან განსაზღვრული გვაქვს თითოეული ციფრის გამოქვეყნების თარიღი და ვადა და ყოველი თვის ბოლოს ჩვენ ვაქვეყნებთ და საზოგადოებას ვთავაზობთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს იმას, რომ 6 თვის საშუალო მაჩვენებელი 4,9%-ის ფარგლებშია.
პირველი 6 თვის ეკონომიკური ზრდა გახლავთ 4,9%. რაც შეეხება დარგობრივ და უფრო ვრცელ ანალიზს, ყოველთვიური პერიოდულობით ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, დეტალები წარვუდგინოთ საზოგადოებას. მაგრამ კვარტალური პერიოდულობით საკმაოდ ვრცელ და ყოვლის მომცველ ანალიზს ვაკეთებთ,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






