ბერძენიშვილის განცხადებით, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო მთავარი მოწმე სააკაშვილის საქმეში. მისი თქმით, ახლა ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ხედავს, რომ ეს ჩვენება ოლიგარქის დაკვეთა იყო.
"მან ღიად და საჯაროდ თქვა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, გაზაფხულზე, მან ისურვა ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, მიიღო დასტური, შეხვდა გენერალურ პროკურორ შოთაძეს, მისცა ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ და ამ ჩვენების საფუძველზე სააკაშვილი არის გასამართლებული.
თუ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ცრუ ჩვენების საფუძველზე მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის გამოყენებით ივანიშვილის ხელისუფლება ასამართლებს და ამ საქმეში შუამავლებიც გაიჩინა ოქრუაშვილმა, ამ ვითარებაში ვფიქრობ, ივანიშვილი ძალიან შეშფოთდებოდა და შესაძლოა, არანაკლებ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო ეს ოქრუაშვილისადმი მისი ასეთი მკვეთრი დამოკიდებულების," - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






