"მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა, სისტემურ და სტრუქტურულ რეფორმებს ხელს უწყობს" - ეკატერინე მიქაბაძე
პოლიტიკა - 15:03, 31 Jul, 2019     667

„საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტის გაუმჯობესებამ. მისი თქმით, დეფიციტი 90 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რამაც საგადამხდელო ბალანსის დეფიციტზე პოზიტიური გავლენა მოახდინა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ასევე ყურადღება გაამახვილა მომსახურებით ვაჭრობის სტატისტიკაზე. მისი თქმით, ივნისში ტურიზმიდან შემოსავლები 4,5 პროცენტით გაიზარდა, ასევე დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა წმინდა ფულადი გზავნილების მიმართულებით.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ივნისში ეკონომიკის რეალური ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ოპერაციები უძრავი ქონებით, მშენებლობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და სხვ.

„როგორც 6 თვის მონაცემები ცხადყოფს, სახეზეა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება. თუმცა, ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენები ნეგატიურ ფონს ქმნის და უარყოფით მოლოდინებს იწვევს ეკონომიკაში. შედეგად, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ნეგატიური მოვლენების გასანეიტრალებლად და ეკონომიკისთვის მიყენებული შესაძლო ზარალის მინიმიზაციისკენ, უარყოფითი მოვლენების დაძლევისკენ. მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა, სისტემური და სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას საგარო და საშინაო რყევების მიმართ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42