უფრო კონკრეტულად ქვეყანა ევრო 4-ის ნაცვლად, ევრო 5-ის სტანდარტის საწვავზე უნდა გადავიდეს, რასაც აზერბაიჯანული საწვავი ვერ აკმაყოფილებს.
"ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი დიზელის საწვავის არის საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორი აზერბაიჯანი. იქიდან გამომდინარე, რომ ის ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მომავალი წლიდან მას არ ექნება საშუალება, საქართველოს მოაწოდოს დიზელის საწვავი.
ეკოლოგიური საკითხის გარდა, ასევე არის სოციალური სახის საკითხები, თავისთავად, როდესაც პროდუქტი, რომელიც დაბალფასიანი პროდუქცია, ადგილობრივ ბაზარზე ვერ განთავსდება, ეს გარკვეული სახის საკითხია ცალკე განსახილველი," -აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი.
”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” დირექტორის თქმით, შესაძლებელია, საქართველო ახალ სტანდარტზე ერთი წლის შემდეგ გადავიდეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანსაც შეეძლება იმავე სტანდარტის დაკმაყოფილება.
"შემდეგი ერთი წელი, წელიწადნახევარი ვერ მოახერხებს აზერბაიჯანი დიზელის შემოტანას საქართველოში, ჩაანაცვლებს თუ არა რუსული რთული სათქმელია, მაგრამ სავარაუდო არის, რადგან რუსეთი ერთ-ერთი მსხვილი და იაფი მომწოდებელია ევრო 5-ის დიზელის.
ეს რეგულაცია თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ შემოღებული იქნას ერთი წლის ან წელიწადნახევრის შემდეგ, როცა აზერბაიჯანსაც ექნება შესაბამისი სიმძლავრეები და არ მოხდება დაზიანება კომპანიის,“ - აცხადებს ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” დირექტორი, ლევან გიორგაძე.
მასალის გამოყენების პირობები






