დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს
პოლიტიკა - 13:29, 31 Jul, 2019     1521

დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს.

"მოგეხსენებათ, დავით-გარეჯის ტერიტორიაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ათწლეულების განმავლობაში მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა. თუმცა კეთილმეზობლური თუ გეოპოლიტიკური გარემოებების გამო საქართველოს მხრიდან აღდგომის ტაძარი, ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს სენაკები ხელმისაწვდომი იყო.

25 აპრილიდან დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა მოცემულობა, რომ დაირღვა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სტატუს ქვო, რის შედეგადაც საქართველოს მხრიდან ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და აღდგომის მონასტრების ხელმისაწვდომობა დაიკარგა. ეს კი იწვევს საზოგადოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისია ინტენსიურად მუშაობს.

მაგრამ ამ მუშაობის მიუხედავად, საქართველოს პოზიცია ამ საკითხში ფაქტობრივად გაუარესდა. კერძოდ კი, ჩვენი მთავრობის უმოქმედობის გამო ოფიციალურ აზერბაიჯანს ეძლევა საშუალება ღია განცხადებებში დააფიქსიროს, რომ ზემოხსენებული ადგილები მათი სუვერენული ტერიტორიაა, ასევე ხდება ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა სადაო ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც კომისიის მუშაობა არ არის დასრულებული.

აქედან გამომდინარე, გარეჯის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფი მიმართავს საქართველოს მთავრობას და დელიმიტაციის კომისიის ქართულ მხარეს შემდეგ საკითხებზე:

სახელმწიფო დელიმიტაციის კომისიამ გაგვაცნოს მიმდინარე მოლაპარაკებების საბაზისო დებულებები და დაადასტუროს, რომ საქართველოს პოზიცია დამყარებულია 1996 წლის დელიმიტაციის კომისიის პირველ ოქმში დაფიქსირებულ ჩანაწერზე, სადაც საზღვრის დადგენის საბაზისო რუკად მიღებულია 1938 წლის რუკა[1], რაც ასევე დადასტურებულია აზერბაიჯანის ოფიციალური ხელმოწერით და სახელმწიფო ბეჭდით.

უმოკლეს ვადებში მოხდეს საჯარო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების გაფართოებულ შემადგენლობასთან, ვინაიდან საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და არსებული ინფორმაციული ვაკუუმი ამ პრობლემასთან დაკავშირებით იწვევს საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას და მიმდინარე მოვლენების სხვადასხვა ინტერპრეტაციას.

ასევე გვსურს ამავე შეხვედრაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რომელიც გულიხმობს ექსპერტების მიერ უკვე შემუშავებულ კონცეფციას.

ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა და განხილვა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას, მოსახლეობის სწორ ინფორმირებას და პრობლემის მოგვარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას მთავრობისათვის" - აღნიშნულია მიმართვაში.

ხელს აწერენ: გაგი მახარაძე, დავით ქაცარავა, ალექსანდრე გავაშელიშვილი, დავით გოცაძე, რამაზ ბახტაძე, თიანთინ თუშიშვილი, მამუკა ყუფარაძე, ლანა ღვინჯილია, მზია გაბუნია, ლადო მირიანაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42