სექტემბრიდან თბილისში 220 ახალი ავტომობილი შემოვა
პოლიტიკა - 12:02, 31 Jul, 2019     601

უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ევრო 6-ის სტანდარტის, გაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ თურქეთის ქალაქ სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. თბილისისთვის განკუთვნილი 220 ერთეული ავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე შემოვა.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობას ერთი წლის წინ წარვუდგინეთ. მასში დეტალურად იყო გაწერილი ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად აპირებს. უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისისთვის ევრო 6-ის სტანდარტის, გაზზე მომუშავე, 110 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რადგანაც დედაქალაქის მოსახლეობა ახალ, ყველაზე სწრაფ ავტობუსებს იმსახურებს.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა წარვადგინეთ და მინდა გთხოვოთ, მიაქციოთ ყურადღება, თუ რამდენად თანმიმდევრულად ასრულებს თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის თითოეულ პუნქტს, რომელშიც შედის, რა თქმა უნდა, პარკირების, ტაქსების რეფორმა, მეტროს სისტემის რეაბილიტაცია და რაც მთავარია, ახალი ავტობუსების შემოყვანა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება მეტროს, კახა კალაძის განცხადებით, 12 შემადგენლობიდან რვა განახლებული შემადგენლობა უკვე ხაზზეა გაშვებული და წლის ბოლომდე დანარჩენი ოთხიც დაემატება.

„რასაკვირველია, სატრანსპორტო პოლიტიკა გაცილებით გრძელვადიანია, ვიდრე მერის უფლებამოსილების ვადა, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ვადის განმავლობაში, მაქსიმუმს გავაკეთებ და შევასრულებ ყველა იმ პუნქტს სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და რა თქმა უნდა, მოსახლეობა შედეგსაც მალე იხილავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42