ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ საქართველოში კორუფცია მასშტაბურია.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრიბისას ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ „მთავრობამ უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და უნდა უზრუნველყოს ცენტრალური ხელისუფლების უზენაესობა მთელი ქვეყნის მასშტაბით“.
„აუცილებლად უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, რაც იმედია, შექმნის რეალურად მრავალპარტიულ პარლამენტს. ეს მრავალპარტიული პარლამენტი კი აირჩევს რეალურ მთავრობას, რეალური ხელმძღვანელობით. ეს მთავრობა იმედია იქნება პასუხისმგებელი, მრავალპარტიული პარლამენტის მიმართ და მართავს ხალხისთვის. მთავრობამ უნდა მართოს ხალხისთვის და არა ხალხისთვის და თან ცოტა თავისთვის. ეს არის კიდევ ჩვენი პრობლემა - დრო. ხელისუფლებას ჰქონია, რომ შეიძლება მართო ხალხისთვის და თან ცოტა შეიძლება რომ შენთვისაც მართო. ეს ორი ფაქტორი შეუთავსებელია.
მინდა ისევ გავიმეორო, რომ კორუფცია არის ყველგან. გააჩნია კორუფციის დონეს. საქართველოში კორუფცია არის ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე ის არის გერმანიაში, ჰოლანდიაში ან შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა ქობულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






