„ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან, ალბათ გამოჯანმრთელდება“ - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 17:45, 30 Jul, 2019     922

სახალხო მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, ისნის რაიონის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე ლარის რეკორდულ გაუფასურებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას ეხმაურება.

„ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან, ალბათ გამოჯანმრთელდება, რადგან როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვარწმუნებს, მილევადი პროცესები ყოფილა,“ - ამბობს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, სანამ ბანკთაშორის ბირჟა არსებობდა, ჩვენთან ვალუტა სტაბილური და პროგნოზირებადი იყო, მაგრამ როგორც კი გაჩნდა „ბლუმბერგი“, მას შემდეგ დაიწყო რყევები და არასტაბილური კურსი.

„დღეს „ბლუმბერგზე“ ვაჭრობენ და ამ ვაჭრობაში ბანკები არასოდეს წაგებული არ არიან. მათი შემოსავალი კი, ასეთი სავალუტო ოპერაციებით, წელიწადში რამდენიმე ასეული მილიონია. გამოდის, რომ ბანკები ამით უფრო მეტ სარგებელს ნახულობენ, ვიდრე პირდაპირი საქმიანობით. ფიზიკური პირების და ბიზნესის დაკრედიტებას თუ განვასხვავებთ ერთმანეთისგან, ყველაზე დიდი წილი მოგება, ბანკებისთვის, მოდის სავალუტო ოპერაციებზე, ჯარიმებზე და მომსახურების გადასახადებზე და არა პრაქტიკულად ბანკის ოპერაციებზე, რომელიც წესით მეტი შემოსავალი უნდა იყოს. ამიტომ ვაცხადებ, რომ ბანკების მოგებების შემადგენელი ნაწილიც, ყოველთვის არის სპეკულაციური.

მაგალითისთვის: თუ გვეზრდება ლარის კურსი და მოსახლეობა ხელფასს იღებს ლარში, კრედიტები კი, აღებულია დოლარში, ე.ი. დასახარჯად ფული არ რჩება. თანხები ყოფნის კრედიტის მოსამსახურებლად და რაღაც ელემენტარულის შესაძენად. შედეგად, მოსახლეობა ღარიბდება და ეკონომიკაც არ იზრდება. ამიტომ, ნახევარპროცენტიანი ბრუნვის გადასახადიც რომ დაწესდეს დოლარზე, კომერციულ ბანკებს დღეში ხუთჯერ ყიდვა-გაყიდვის და კურსის თამაშის სურვილი ნამდვილად დაეკარგებათ და ლარის გაუფასურების სპეკულაციური ფაქტორიც მოისპობა“, - აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42