"რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არადამაჯერებელია ხელისუფლების მხრიდან სხელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი და ისეთი ადამიანების სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორიც ბეჟან ლორთქიფანიძეა"- აცხადებს ამაღლობელი.
ის ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამონგრევაზე ამახვილებს ყურადღებას:
"მე დიამეტრალურად საპირისპირო განცდა მაქვს, რომ არათუ სახელმწიფო გადატრიალებას, არამედ მის გეგმაზომიერ დაქცევას და განადგურებას თავად ხელისუფლება ეწევა; სახელმწიფო ინტიტუტების სრული ჩალპობით და ჩამოქცევით,
(სასამართლო, პროკურატურა, პოლოცია გახარიათი, მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება - ბახტაძის ვირტუალურ-ჰოლოგრამული ფიგურით, რომელიც ერთხელ შეიძლება სრულიად გამოირთოს ან ჩაქრეს, როგორც დაერორებული სოფტი, საქართველოს პარლამენტი, სპიკერის სავარძელში მართლმადიდებელი-კომუნისტი გავრილოვით) ასევე - მთელი ჩვენი ეკონომიკის სრული კოლაფსით,
გაფარჩაკებული ლარით, ფარულად და მოღალატეობრივად შეცვლილი ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან გავეშებული ბრძოლით, ქვეყნის პრეზიდენტის სრული დიპლომატიური კატასტრობით აზერბაიჯანთან და სომხეთთან, უმრევლესობის წევრების ყოვლად არაადექვატური მოქმედებებითა და განცხადებებით, რომელნიც გრუს აგენტებივით იქცევიან - აღჭურვილნი ქვეყნის უმაღლესი საკოანონმდებლო მანდატით. ქალაქის ქუჩებში მტრული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და სახელმწიფოსგან მოქსეული სხვადასხვა ფაშისტური ჯგუფების პატრულირებით, რომლებმაც უკვე არაერთი ახალგაზრდა ფიზიკურად და მორალურად ხელყვეს, რომლებიც აუნაზღაურებლ ზიანს აყნებნ საქართველოს განვითარებასა და საერთაშორისო იმიჯს.
ამ ქვეყანაში არ მეგულება არცერთი პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი,
ვინც არ გრძნობს საყოველთაო იმედგაცრუებას, ქვეყნის შლისა და ლპობის აუტანელ სუნს, ჩვენი სოციალური ცხოვრების ყოველ სფეროში, რომ გვცემს და ვირუსივით ვრცელდება, ამგვარი ლპობის პროცესები კი შეუქცევადი ხდება ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ასე რომ სხელმწიფო გადატრიალებასთან და მის დაქცევასთან დაკავშირებთ ვფიქრობ, კითხვები
სწორედ ამ ხელისუფლებასთნ ექნება ჩვენი ქვეყნის უახლოეს მომავლს, თუ რასაკვირველია კიდევ გვაქვს იგი (მომავალი)
სხელმწიფო გადატრიალებასთან და მის დაქცევასთან დაკავშირებთ კითხვები
სწორედ ამ ხელისუფლებასთნ ექნება ჩვენი ქვეყნის უახლოეს მომავლს, თუ რასაკვირველია კიდევ გვაქვს იგი"- აღნიშნავს რატი ამაღლობელი.
მასალის გამოყენების პირობები






