"მალე არ იარსებებს "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "რუსთავი 2" - "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე
პოლიტიკა - 16:05, 30 Jul, 2019     873

რუსეთიდან დაბრუნებულმა "პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას თქმით, "რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს და ქართულ-რუსული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დიალოგია აუცილებელი.

„რიტორიკა უნდა შეიცვალოს. ჩვენ თუ გვინდა ურთიერთობის აღდგენა, დიალოგი, ეს უალტერნატივოა. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. 30 წლის განმავლობაში სულ საუბარი მიდის ოკუპანტი, მტერი და ა.შ. როდესაც გამოდიხარ და მუდმივად ახსენებ, რომ შენ ხარ ოკუპანტი, მტერი და ა.შ. და ამ რიტორიკას აგრძელებ, მოგება ნულია იმიტომ, რომ ამას აკეთებს მხოლოდ ის პოლიტიკური დესტრუქციული ძალა, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო… გავრილოვის ჩამოყვანა კი არ იყო პროვოკაცია, გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა, მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლი ამას ითვალისწინებდა და ეს კარგად იცოდნენ. მე, მაგალითად, რომ ვყოფილიყავი ორგანიზატორი, წელს და მომავალ წელსაც. ალბათ, არ ჩავატარებდი ამ ასამბლეას. როდესაც უფრო მეტად მომზადებული იქნებოდა ჩვენი ქვეყანა ამ ასამბლეისთვის, მაშინ, ვთხოვდი და მოვიწვევდი ასამბლეას საქართველოში. ჩვენ არ ვიცოდით, ვთქვათ, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი, მე არ დავინტერესებულვარ პროტოკოლით და რატომ, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ გამოიკვლია და ჩვენ არა. როდესაც შენ იკვლევ ამ პროცესს და ხედავ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს და ამაზე არაფერს საუბრობ, მაშინ ხარ დამნაშავე და თანამონაწილე ამ პროცესის. თქვენ გააშუქეთ მხოლოდ ერთი ნაწილი, რომ ჩამოდის გავრილოვი, მაგრამ თქვენ არ გააშუქეთ ის, რომ პროტოკოლში გაწერილი იყო მისი ქმედებები, თქვენ რატომ არ გააშუქეთ, გეტყვით, იმიტომ, რომ თქვენ ეს გაწყობდათ. თქვენ იცოდით, რომ ამის შედეგად თქვენ მოახდენდით იმ დესტრუქციულ პროვოკაციას. მალე საერთოდ აღარ იარსებებს ეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურად არ იარსებებს „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „რუსთავი 2“ მათთან ერთად იმიტომ, რომ თქვენ ხართ პროპაგანდისტული რუპორი" - აღნიშნა ლორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42