სკანდალი: შს სამინისტროს თანამშრომლებს და წვევამდელებს ენმ-ს წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ
პოლიტიკა - 15:23, 30 Jul, 2019     1739

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

როგორც დეკანოიძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების დევნას და რეპრესიებს განაგრძობს.

მისი თქმით, პარტიას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები და წვევამდელები დაუკავშირდნენ, რომლებმაც ზეწოლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"ეს ადამიანები აიძულეს გუშინ მისულიყვნენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და მიეცათ ცრუ ჩვენება. აიძულებდნენ მიეცათ ყალბი ჩვენება კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. მათ აჩვენეს ფოტო სურათები, რომელზეც გამოსახულნი იყვნენ, ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრები - ბესიკ გაზდელიანი და ჯემალ სეფიაშვილი. მათ ეუბნებოდნენ და აიძულებდნენ, რომ სურათზე გამოსახული ადამიანების წინააღმდეგ დაეწერათ და ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებაზე, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ პოლიციაზე. როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა გააგრძელოს პოლიკური რეპრესიები... ივანიშვილი ლაპარაკობს შს სამინისტროს და გენერალური პროკურატურის სახელით და რეპრესიული მექანიზმებით და როგორც ჩანს კვლავ გააგრძელებენ ამ რეპრესიებს. სოლიდარობა დაპატიმრებულ ადამიანებს სოლიდარობა გმირებს და იმ დაპატიმრებულ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრებს,"- აცხადებს დეკანოიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42