"იმის 4%, რომ იცოდეს ხალხმა, რაც ამ ხელისუფლებაზე ვიცი, სახლში გააცილებდნენ"- მაჩალიკაშვილი
პოლიტიკა - 14:05, 30 Jul, 2019     1558
"დღევანდელ ხელისუფლებას ეშინია, როცა ადამიანში ხედავს სიმამაცეს, ვაჟკაცობას და სამართლიანობას"- ასე შეაფასა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება.

შვილმოკლული მამა დღეს "გამარჯვებული საქართველოს" ოფისში მივიდა, სადაც ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გააკეთა და ოქრუაშვილის დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე ისაუბრა.

მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები "უმსგავსობა და დიდი ნაძირლობაა".
"ოქრუაშვილი და აქციაზე დაკავებულები მხოლოდ იმიტომ გამოკეტეს ციხეში, რომ მათში ხედავენ სიმართლეს. ეს ადამიანები არანაირ გადატრიოალებას არ ცდილობდნენ. არანაირი დაჯგუფება არ ყოფილა და ამას ყველანი კარგად ვხედავდით. პირველი წუთებიდან იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს. რაიმე სახის დაორგანიზებას და პარლამნენტში შეჭრას ადგილი არ ჰქონია. პარლამენტის წინ 502 დღე-ღამეა ვდგევარ"- თქვა მაჩალიკაშვილმა.
შვილმოკლული მამის განცხადებით, მისი ძმისშვილის, ხუსეინ მაჩალიკაშვილის დაკავება მის მიერ პარლამენტთან კარვის გაშლას უკავშირდება.
"როგორც კი კარავი გავშალე, დაურეკავთ ხეობაში, ჩემს ბიძაშვილისთვის და უთქვამთ, რომ თუ კარავი გაიშლებოდა ხუსეინს დაიჭერდნენ. ეს ხელისუფლება საშიშია. მათი არაადამიანობა და უმსგავსობა გამოხატეს იმაში, რომ 18 ადამიანი დაიჭირეს'- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პირები "ოცნების ხელისუფლებამ" რუსეთის დასანახად დაიჭირა.
"იმის 4% რომ იცოდეს ხალხმა რაც ამ ხელისუფლებაზე ვიცი, მას სახლში გააცილებდნენ. შემომხედეთ მე და ჩემს ბრძოლას. ყველამ უნდა გაიგოს, რა არის ჩაბუდებული ხელისუფლებაში. სისტემა უნდა დაინგრეს და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ყველა პოლიტპატიმარი, ირაკლი ოქრუაშვილის თამადობით უნდა იქნას გათავისუფლებული"- დასძინა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42