ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული მდგომარეობა ტურისტების შემოდინების შემცირებასთანაა დაკავშირებული.
„დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული. ეს ფაქტიური რიცხვებითაც დასტურდება,რომ საქართველოში იმაზე ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი მიმართულება, რომელიც არის მნიშვნელოვანი ეს არის დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში სესხები არებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება ახდენს გავლენას ინფლაციაზე, ეროვნული ბანკი ჩაერევა და გამოიყენებს ბერკეტებს რომელიც გააჩნია" - აღნიშნა გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






