ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების მონაპოვარია, ადამიანებში სამართლიანი სასამართლოს მთავარ მოთხოვნად ჩამოყალიბება, ეს პრობლემა ვერ გაითავისა ივანიშვილის ხელისუფლებამ და კვლავაც გრძელდება კლანისთვის მართლმსაჯულების ჩაბარება - ნიკა მელია
პოლიტიკა - 18:19, 29 Jul, 2019     870
სამართლიანი სასამართლოს პრობლემის შესახებ წერს ნიკა მელია ფეისბუქის გვერდზე და აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში მისი მოთხოვნის გაჩენა სწორედ ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების დამახურებაა, რომელიც ივანიშვილის მმართველომა კვლავაც კლანურ მართლმსაჯულებას ჩააბარა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ლიდერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ერთობა და სიმტკიცე, რათა ივანიშვილის ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოშორდეს მმართველობას.

„როგორი ქვეყანა გვინდა ?

დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს მიერ დაცული, თავისუფალი ადამიანების ერთობით შექმნილი, განვითარებული, მდიდარი, განსაკუთრებული, მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ქართული სახელმწიფო.

დიახ, ჩვენ გვინდა თავისუფლება, განვითარება, კეთილდღეობა.

ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ბოლო 30 წელია, ამ მიზნისკენ სვლაში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასვა ზომის ნაბიჯები გადავდგით წინ.

ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ მან ყველაფერი გააკეთა (ქალაქები, გზები, საავადმყოფოები, პატრული, ელექტორნერგია, წყალომარაგება, პენსია, ჯარი, განათლების რეფორმა და სხვა უამრავი) ქვეყანაში იმისთვის, რომ ადამიანების მთავარ მოთხოვნად ჩამოყალიბებულიყო სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს პრობლემა და არა დანარჩენი.

სამართლიანი სასამართლოს, რომლის არსებობის გამოცდილებაც არც 90-იან წლებში გვქონდა და არც საბჭოთა თუ მეფის რუსეთის დროს.

ფაქტია, რომ ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების დროს, ისევე როგორც მანამდე, მთელს ჩვენს ისტორიულ წარსულში, იყო სამართლიანი სასამართლოს არსებობის პრობლემა და ამ პრობლემის შინაარსია გასასიგრძეგანებელი ( რომელიც ვერ გაითავისა ქართულმა ოცნებამ და დღესაც გრძელდება კლანისთვის მართლმსაჯულების ჩაბარება) და არა პრობლემის ნამდვილ თუ ფეიქ, მოგონილი სიმბოლიკების წინააღმდეგ ბრძოლა.

ვარდების რევოლუციის მთავრობის ასევე უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ხელისუფლების მშვიდობაინად, არჩევნების გზით გადაბარების პრეცედენტი და კვლავ ნაციონალური მოძრაობის აქტიური მონაწილებით შეიცვლება ამ ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით.

დღეს ჩვენ უკვე ყველა ვხედავთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სავალუტო კრიზისს.

დიახ, მიუხედავად ქართული ოცნების მთავრობის, ბევრ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებების და ბევრ შემთხვევაში კატასტროფული წარუმატებლობისა, ვხედავთ რომ ივანიშვილი არ აპირებს ძალაუფლების იოლად დათმობას და გადავიდა ღია პოლიტიკურ რეპრესიებზე.

ხელისუფლების ცვლილების წინა პერიოდში ( ეგრეა, ჩვენ დღეს სწორედ ამ რეალობაში ვცხოვრობთ), ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის მიუღებელია თავდასხმები ანტისამთავრობო პროტესტის იმ მონაწილეებზე, რომლებსაც თუნდაც მე, ან ნაციონალური მოძრაობა არ მოსწონს ან/და საერთოდაც ბევრ რამეში არ გვეთახნმება.

საერთო ჯამში ამ სხვადასხვანაირი, სხვადასხვა პოზიციების და ინტერესების მქონე ადამიანების პროტესტი სამართლიანია და პროცესები, რომელიც დაჩქარდა 20 ივნიისის ღამის შემდეგ, აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე - ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე.

ჩვენ საქმით დავამტკიცებთ რა შეგვიძლია ქვეყნისთვის, დიახ, ჩვენ შევებრძოლებით და დავამარცხებთ პრობლემის არსს და არა ფეიქ სიმბოლიკებს.

ვაღიაროთ, მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების გამო, საკუთარი ინტერესების ხარჯზე ქვეყნის და ადამიანების უფლებების და ინტერესების ფეხქვეშ გათელვის გამო ივანიშვილი ქართველმა ხალხმა მოიძულა.

ახლა ჯერი ჩვენზეა, უნდა ვაჩვენოთ სიმტკიცე, სამოქალაქო ერთობა.

ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტა რომ სწორედ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, ამას არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ასობით ათასი მხარდამჭერი, არამედ საზოგადოების დანარჩენი ნაწილიც აღიარებს.

ჩვენ აუცილებლად გავუშვებთ ივანიშვილს და ჩვენ აუცილებლად გვექნება მშვიდობა, სამართლიანობა, თავისუფლება და კეთილდღეობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მუშაობს რეფორმების პაკეტზე, რომელიც გვექნება გასაკეთებელი პროპორციული არჩევნების შემდეგ, იმისთვის რომ წლების გასვლასთან ერთად უფრო ნაკლები განსხვავება იგრძნობოდეს ჩვენსა და ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის.

მოკლედ, ჩვენ მართლები ვართ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.“ - წერს ნიკა მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42