ყველა ჩვენება, რომლის საფუძველზეც ოქრუაშვილი დააკავეს, პოლიციელებს ეკუთვნის
პოლიტიკა - 18:13, 29 Jul, 2019     936

სამართალდამცველები ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში - ყველა მოწმე, რომელთა ჩვენების საფუძველზე ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, სამართალდამცველი აღმოჩნდა.

„კურიერმა" მოიპოვა ირაკლი ოქრუაშვილის საქმის მტკიცებულებები. ირკვევა, რომ ყველა ის პირი, ვისი ჩვენებითაც ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მოქმედი პოლიციელი და სპეცრაზმელია.

ჩვენებები ოქრუქშვულის წინააღმდეგ, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან "შაბათის კურიერის" სკანდალური ინტევრიუს შემდეგაა მოპოვებული, რომელიც ეთერში 20 ივლისს გავიდა.

ინტერვიუში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის და მან სამართელბრივი ბრძოლა დაანონსა.

სამართალდამცველებმა მოწმეები 20 ივნისის მოვლენებიდან ერთთვიანი დაგვიანებით, 23 და 24 ივლისს დაკითხეს.

„განაწილებული ვიყავი ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვიცავდი საზოგადოებრივ წესრიგს 22:00 საათიდან 23:00 საათამდე შუალედში. ჭიჭინაძის ქუჩაზე მოვიდა ადამიანთა ჯგუფი, დაახლოებით 30 კაცამდე, მათ ხელმძღვანელობდა ირაკლი ოქრუაშვილი, მოუწოდებდა მასთან ერთად მყოფ პირებს, ძალის გამოყენებით შესულიყვნენ პარლამენტში. ოქრუაშვილი იდგა ჩემგან დაახლოებით ერთ მეტრში და მე მისი ხმა კარგად მესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა მის თანმხლებ პირებს ჩვენი კორდონის გარღვევას და ძალისმიერი მეთოდით პარლამენტში შესვლას. ოქრუაშვილთან ერთად მყოფი პირები ემორჩილებოდნენ მის მოწოდებას და ისინი ოქრუაშვილის თაოსნობით ცდილობდნენ ჩვენს კორდონის გარღვევას.

"ეს ვითარება გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი, მთელი ამ დროის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილი იდგა ამ ჯგუფის სათავეში და ისევ მოუწოდებდა ამ ადამიანებს, რომ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა ჩვენ შევძელით კორდონის შენარჩუნება ამის შემდეგ ოქრუაშვილი მის თანმხლებ პირებთან ერთად წავიდა რუსთაველის გამზირისკენ,“-ამბობს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩვენებაში.

შემდეგი ჩვენება ასევე პოლიციელს ეკუთვნის, რომელიც ასევე ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ცდილობდა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევას.

„მე პირადად ვიდექი პარლამენტის შენობის წინ. ცოცხალი ჯაჭვის უკანა რიგებში. რა დროსაც დავინახე ირაკლი ოქრუაშვილი, ის ჩემგან დაახლოებით ერთ, ან ორ მეტრში იდგა და სხვადასხვა დემონსტრანტებთან ერთად ცდილობდა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევას,“-ამბობს დაკითხვის ოქმში კიდევ ერთი სამართალდამცველი.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42