ლევან ვასაძის მოთხოვნას, რომ მედია უმკაცრესი სახით უნდა გაკონტროლდეს. "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან.
გია ვოლსკის თქმით, ცილისწამებისთვის მედია იქნება თუ კონკრეტული პირი, პასუხი შეიძლება მოეთხოვოს სასამართლოს მიერ.
მისივე განცხადებით, როცა საკითხი ეხება მედიას, რთულია ცილისწამებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის ზღვარის გავლება.
„ნებისმიერ შემთხვევაში ყველამ უნდა იცოდეს, ცილისწამებისთვის, მედია იქნება თუ კონკრეტული პირი, შეიძლება პასუხი მოეთხოვოს სასამართლოს მიერ, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი მექანიზმები. ძალიან ძნელია დადო ზღვარი ცილისწამებას და სიტყვის თავისუფლებას შორის, როცა ეს თემა ეხება მედიას. მაგრამ, თუკი კონკრეტული შემთხვევა, კონკრეტულ ბიზნესმენს ან კონკრეტულ ადამიანს, მის ავტორიტეტს აზიანებს, რა თქმა უნდა, ეს არის სამართლებრივი საკითხი და ამისათვის შეიძლება, კონკრეტული პასუხისგება მოეთხოვოს, მაგრამ იმისათვის, რომ შემოვიტანოთ ახალი რეგულაციები, ამ თემაზე არ მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯია“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






